სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
საკუთარ თავში ორი აზრი დათრგუნე: ნუ მიიჩნევ საკუთარ თავს დიდად და ნუ იფიქრებ, რომ სხვა ადამიანი შენზე ბევრად ნაკლები ღირსებისაა. ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მოყენებული შეურაცხყოფა არასოდეს გაგვაღიზიანებს.
მრისხანება ყველაზე მეტად ჩვენში მაშინ მჟღავნდება ხოლმე, როდესაც მოყვასისგან გვესმის ჩვენი საწინააღმდეგო, მამხილებელი ანდა - ავი სიტყვა. ჭეშმარიტ ქრისტიანს ეს ყველაფერი არ აღიზიანებს ისევე, როგორც ვინმესგან მოსმენილი ქებაც არ აამაყ... იხილეთ სრულად
ღვთისმოყვარე მკითხველი ყოველთვის ღებულობს სარგებელს. თუ მას კეთილი საქმეებისთვის აქებენ, მათ მიმართ კიდევ უფრო მოშურნე ხდება; ხოლო თუ ავ საქმეში ამხელენ, სინანულისაკენ იდრიკება.
გვიყვარდეს მხილება. თუ ის არ დავიმსახურეთ, მით უფრო მშვიდად შეგვიძლია მისი მოსმენა, დაგვეხმარება, რომ შემდგომში ის არ დავიმსახუროთ; ხოლო თუ საუბედუროდ, დავიმსახურეთ, მაშინ გამოსწორებაში დაგვეხმარება.
სწავლება და მხილება სხვებისგან მრისხანებით კი არა, სიყვარულით მიიღე, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო. ყოვლადბრძენი უფლის სიტყვით, ეს სიბრძნის ერთ-ერთი გამოხატულებაა (სიბრძ. 9, 8).
იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანებითა და ლანძღვით.
როდესაც შენზე ცუდს ამბობენ, კარგად დააკვირდი, ხომ არ ჩაიდინე რაიმე ბოროტება. თუ არ გაგიკეთებია, მაშინ ეს ავსიტყვაობა ჩათვალე კვალად, რომელიც გაიფანტება.