ნუ აღშფოთდები და ნუ განრისხდები შენს მოყვასზე, თუ მისგან შენზე რაიმე ყვედრებას გაიგებ. დაფიქრდი, სამართლიანი ხომ არ არის იგი? თუ უსამართლოა, მაშ, ისარს შენს მიღმა ჩაუქროლია; რატომ უნდა იყო ავად, თუ არ დაჭრილხარ? თუ ეს სამართლიანია...
იხილეთ სრულად
ნუ აღშფოთდები და ნუ განრისხდები შენს მოყვასზე, თუ მისგან შენზე რაიმე ყვედრებას გაიგებ. დაფიქრდი, სამართლიანი ხომ არ არის იგი? თუ უსამართლოა, მაშ, ისარს შენს მიღმა ჩაუქროლია; რატომ უნდა იყო ავად, თუ არ დაჭრილხარ? თუ ეს სამართლიანია, მაშინ ნუ იწუწუნებ მყვედრებელზე, როგორც მტერზე, რომელიც ჭრილობას გაყენებს, არამედ მადლიერი იყავი მისი, როგორც ექიმის, რომელიც გიხსნის ჭრილობას და მის მოშუშებას ცდილობს. ნუ გაღიზიანდები, თუ მისგან საქმით მოყენებული წყენა...
მოკრძალებასა და მოთმინებას მეტი ძალა აქვს, ვიდრე მრისხანებასა და წინააღმდეგობას; რბილი შალი ყველაზე მტკიცე ციხესიმაგრეზე მეტად ასუსტებს ზარბაზნის ყუმბარის ძალას.
როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ სიტყვას მოისმენ, ფრთხილად იყავი, რომ არ განრისხდე, რათა "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1, 20). უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება...
იხილეთ სრულად
როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ სიტყვას მოისმენ, ფრთხილად იყავი, რომ არ განრისხდე, რათა "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1, 20). უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება და თავმდაბლობა უნდა მასწავლოს - და მას, ვინც გაწყენინა და დაგამცირა, ან მდუმარებით უპასუხე, ანდა, თუ აუცილებელია - მოკრძალებული მართალი სიტყვით.
გახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ" (ფს. 4, 5), ე.ი. თუ მრისხანებისგან თავის შეკავება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ჩვენი სულის მოძრაობა დამოკიდებულია ბუნებაზე და არა - ჩვენს თავისუფლებაზე; უკიდურეს შე...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ" (ფს. 4, 5), ე.ი. თუ მრისხანებისგან თავის შეკავება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ჩვენი სულის მოძრაობა დამოკიდებულია ბუნებაზე და არა - ჩვენს თავისუფლებაზე; უკიდურეს შემთხვევაში, სალანძღავი სიტყვების თქმა არ შეიძლება, ეს მაინც სრულიად ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ნაპირებიდან გადმოღვრილი მდინარის წყალი შავი და ჭუჭყიანი ხდება; ასევე სიტყვებში გამოხატული მრისხანების გრძნობა აჭუჭყიანებს მოს...