ნურასდროს ეცდებით ერთმანეთის მრისხანებით გამოსწორებას, რადგან განსაცდელი განსაცდელს ვერ აღმოფხვრის, არამედ ეცადეთ სიმდაბლითა და ჭეშმარიტი სიყვარულით. თუ ხედავ, რომ წინ მრისხანება გიძღვის, დროებით გადადე შეგონება. და როცა დაინახავ,...
იხილეთ სრულად
ნურასდროს ეცდებით ერთმანეთის მრისხანებით გამოსწორებას, რადგან განსაცდელი განსაცდელს ვერ აღმოფხვრის, არამედ ეცადეთ სიმდაბლითა და ჭეშმარიტი სიყვარულით. თუ ხედავ, რომ წინ მრისხანება გიძღვის, დროებით გადადე შეგონება. და როცა დაინახავ, რომ მრისხანებამ ჩაიარა, მშვიდობა დამყარდა და განსჯაც უვნებოდ მუშაობს, მაშინ თქვი სასარგებლო
link
ვინაიდან ადამიანი გონიერ და მშვიდ არსებადაა შექმნილი, ამიტომ სიყვარულითა და მშვიდი მოპყრობით გაცილებით უკეთ გამოსწორდება, ვიდრე მრისხანებითა და უხეშობით. მეც დავრწმუნდი ამაში, მრავალსა და დიდ განსაცდელში. სიკეთითა და სიყვარულ...
იხილეთ სრულად
ვინაიდან ადამიანი გონიერ და მშვიდ არსებადაა შექმნილი, ამიტომ სიყვარულითა და მშვიდი მოპყრობით გაცილებით უკეთ გამოსწორდება, ვიდრე მრისხანებითა და უხეშობით.მეც დავრწმუნდი ამაში, მრავალსა და დიდ განსაცდელში. სიკეთითა და სიყვარულით უამრავი შეგიძლია მშვიდი გახადო. თუკი ვინმეს კეთილი განზრახვა აქვს, სწრაფად აღწევ, რომ მან შესაბამისი სახე მიიღოს, ღმერთის ანგელოზი გახდეს
link
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია. და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამაბრკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ თუკი ერთსულოვ...
იხილეთ სრულად
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია. და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამაბრკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ თუკი ერთსულოვან ძმებზე მრისხანებ და წონასწორობადაკარგული შენსავე ნახელავს ანგრევ, იცოდე, რომ ცუდმედიდობით ხარ ავად, და სულის ნერვს ბოროტად იყენებ. ხოლო მისგან განთავისუფლება შესაძლებელია ყველას მიმართ სიყვარულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლ...
link
სიმშვიდეზე არც კი იფიქრო, თუკი ლაპარაკისას სიმართლეს ეძებ. სიმართლე მოწევნულ განსაცდელთა მამაცური დათმენაა, რათა გამარჯვებული გამოხვიდე, მიუხედავად იმისა, დამნაშავე ხარ თუ არა. ხოლო თუ შენ ამბობ: "კი, მაგრამ რატომ?" - ღმერთს ებრძვ...
იხილეთ სრულად
სიმშვიდეზე არც კი იფიქრო, თუკი ლაპარაკისას სიმართლეს ეძებ. სიმართლე მოწევნულ განსაცდელთა მამაცური დათმენაა, რათა გამარჯვებული გამოხვიდე, მიუხედავად იმისა, დამნაშავე ხარ თუ არა. ხოლო თუ შენ ამბობ: "კი, მაგრამ რატომ?" - ღმერთს ებრძვი, რომელიც მწუხარებას გიგზავნის შენი ვნებიანი მდგომარეობის გამო. ღმერთი გვსჯის, რათა უვნებონი გავხდეთ. და თუკი ამას ვერ იტან, ჭეშმარიტად ღმერთს ებრძვი
link
ხიდი, რომელზეც ყველანი გადავდივართ, დამნაშავეთა პატიებაა, და თუ დამნაშავეს არ პატიობ, ანგრევ ხიდს, რომელზეც უნდა გადასულიყავი. მაშ ასე, კარგი ნიმუში და მაგალითი გახდი სხვათათვის შენი კეთილი და ღმრთისსათნო საქმეებით, და ნუ ეცდები, ...
იხილეთ სრულად
ხიდი, რომელზეც ყველანი გადავდივართ, დამნაშავეთა პატიებაა, და თუ დამნაშავეს არ პატიობ, ანგრევ ხიდს, რომელზეც უნდა გადასულიყავი. მაშ ასე, კარგი ნიმუში და მაგალითი გახდი სხვათათვის შენი კეთილი და ღმრთისსათნო საქმეებით, და ნუ ეცდები, რომ შენი ენით მოერიო ყველას
link
შენს ურვაში ადამიანთაგან ნუ მოითხოვ ნუგეშინისცემას, რათა ღმრთისაგან ინუგეშო
ნურასოდეს ეცდები სიმართლის პოვნას, რადგან სწორედ მაშინ იქნები მტყვანი. არამედ ისწავლე განსაცდელთა მამაცურად დათმენა, როგორიც არ უნდა მოუშვას უფალმა. მრავალი თავისმართლების გარეშე თქვი: "მაკურთხეთ!" - და შეუმცდარმა მოინანიე, რომ შე...
იხილეთ სრულად
ნურასოდეს ეცდები სიმართლის პოვნას, რადგან სწორედ მაშინ იქნები მტყვანი. არამედ ისწავლე განსაცდელთა მამაცურად დათმენა, როგორიც არ უნდა მოუშვას უფალმა. მრავალი თავისმართლების გარეშე თქვი: "მაკურთხეთ!" - და შეუმცდარმა მოინანიე, რომ შეცდი. სულის შეგრძნებით, და არა გარეგნულად, ქებისათვის, თქვი, რომ შეცდი და შინაგანად თავი განიკითხე
link
ყოველგვარი ლოცვისას გონებამ მისდიოს და შეიმეცნოს ის, რასაც ლოცულობ და ამბობ. რადგან, თუ შენ თვითონ არ გესმის, რასაც წარმოთქვამ, როგორღა მოილაპარაკებ ღმერთთან, რომ სათხოვარი აღგისრულოს? თუკი ამას დაიმარხავ, კეთილ-გეყოფა, ცხონდ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი ლოცვისას გონებამ მისდიოს და შეიმეცნოს ის, რასაც ლოცულობ და ამბობ. რადგან, თუ შენ თვითონ არ გესმის, რასაც წარმოთქვამ, როგორღა მოილაპარაკებ ღმერთთან, რომ სათხოვარი აღგისრულოს?თუკი ამას დაიმარხავ, კეთილ-გეყოფა, ცხონდები და მეც გამახარებ. ხოლო თუკი მცონარების გამო იურჩებ, მრავალთა ტანჯვის მიზეზი გახდები
link
ნუ შეიმოსები მხოლოდ ფოთლებით, არამედ ღრმად გაიდგი ფესვები, რათა წყარო იპოვო, როგორც ამას ჭადარი აკეთებს. ისე, რომ განუწყვეტლივ აღმოივსებდე წყალს და იზრდებოდე. რათა, როცა გვალვა დაგიდგება, არანაირი ცვალება არ განიცადო, რადგან საკუთ...
იხილეთ სრულად
ნუ შეიმოსები მხოლოდ ფოთლებით, არამედ ღრმად გაიდგი ფესვები, რათა წყარო იპოვო, როგორც ამას ჭადარი აკეთებს. ისე, რომ განუწყვეტლივ აღმოივსებდე წყალს და იზრდებოდე. რათა, როცა გვალვა დაგიდგება, არანაირი ცვალება არ განიცადო, რადგან საკუთარი წყარო გაქვს ნაპოვნი. და როცა ამჟამინდელი სანთელი ჩაგიქრება, სხვა გექნება უკვე ანთებული შენი საქმეების წყალობით და წყვდიადი ვერაფერს გავნებს.ხოლო ხოლო ამის მოპოვება შეგიძლია, პირველ რიგში, ყველასადმი სრული და განუსჯელ...
link
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვლა, რომლებიც ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკში არიან. ისინი მახეებს შორის დაიარებიან. მათთვის კი, ვისაც სიმწიფის ასაკისათვის მიუღწევია და ღვაწლისაგან დამჭკნარა, არც ისე სახიფა...
იხილეთ სრულად
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვლა, რომლებიც ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკში არიან. ისინი მახეებს შორის დაიარებიან.მათთვის კი, ვისაც სიმწიფის ასაკისათვის მიუღწევია და ღვაწლისაგან დამჭკნარა, არც ისე სახიფათოა. ისინი იმდენად არ დაზიანდებიან, რამდენადაც სარგებლობის მოტანა შეუძლიათ, თუკი ცოდნა და გამოცდილება აქვთ.მაგრამ საზოგადოდ, ვერც ერთი მონაზონი სარგებლობას ვერ პოულობს ამ სოფლისაგან, გარდა ქება-დიდებისა, რომელიც ძარცვავს და ში...
link