ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოებს, კაცს კაცს შეაყვარებ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად სოცარია, რომ რაღაც ამდაგვარი წარმართებმაც თქვეს. რადგან ისინიც თვლიდნენ, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.
როგორც ერთმა თქვა, სრულიად შეუძლებელი საქმეა, რომ კაცმა თუნდაც ერთი დღე განვლოს ღვთისნიერად, თუ იგი არ ფიქრობს, რომ ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა.
ვინც ყველაფრისთვის, რაც ამ სოფელს ეკუთვნის, მოაკვდინა თავი, მას ჭეშმარიტად ახსოვს სიკვდილი. ხოლო მას, ვინც ჯერ კიდევ შეპყრობილია რაიმე ვნებით, არ ძალუძს, რომ სიკვდილზე ფიქრში იყოს გამუდმებით, რადგან საკუთარი თავის მტარია იგი.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველგვარი სიკეთის მსგავსად სიკვდილის ხსოვნა ღვთის მადლია, რადგან ხშირად, თვით გარდაცვლილის სარეცელთანაც კი უცრემლოდ, გაქვავებული გულებით ვდგავართ. ზოგჯერ კი ასეთი სამწუხარო სანახაობის გარეშეც ლმობიერდება ჩვენი გ... იხილეთ სრულად
როგორც ზოგიერთს წამოუდგენია უფსკრული უსასრულოდ და ამიტომ უძოროს უწოდებენ მას, ასევე სიკვდილზე ფიქრი უხრწნელ სიწმიდესა და უსასრულო კეთილ საქმეებს ბადებს. ამას ის ღირსი მამაც ამოწმებს რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ.
ასევე არ გამოვტოვებ და ბერი ევსუქის ამბავსაც გიამბობთ. იგი ქოზიფის მთებში ცხოვრობდა. თავდაპირველად მეტად უზრუნველად ატარებდა დროს და სულზე ოდნავადაც არ ზრუნავდა. შემდეგ მოურჩენელი სენი შეეყარა და ერთი საათის განმავლობაში მიცვალებუ... იხილეთ სრულად
ჩვენს მახლობლად იყო ადგილი, რომელსაც თოლა ეწოდებოდა. იქ ერთი ძმა ცხოვრობდა. იგი ხშირად, როდესაც სიკვდილზე ფიქრობდა, მთლად გაშმაგდებოდა და თითქმის გრძნობადაკარგულს, ავი ზნის შეტევით მოწყლულს, ძმები თითქმის უსულოდ მდებარეს ნახავდნენ... იხილეთ სრულად
მოღვაწე გონებას მრავალი კეთილი საქმე აქვს: ის სწავლობს ღვთის სიყვარულს, სიკვდილის ხსოვნას, ღვთის ხსოვნას - ზეციური სასუფევლის ხსოვნას, წმიდა მოწამეთა მოშურნეობას და თვით ღვთის ყველგანმყოფობას, მეფსალმუნის სიტყვით: ვხედავ უფალსა წი... იხილეთ სრულად
როგორც მამები ამოწმებენ, სრულყოფილი სიყვარული არასოდეს დაეცემა, ასევე მე ვამტკიცებ, რომ სიკვდილის სრულყოფილი გრძნობა შიშისაგან თავისუფალია