ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
მშვიდ სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება, რადგან ნათქვამია: "უძღვეს მშვიდთა სასჯელსა შინა უფალი (ფს. 24,9) და უმეტესად განაბრძნობს მათ
უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია
მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით
უბრალოება სულის მარტივი წესია, რომელიც უძრავია ბოროტებისადმი
მზაკვრობა არის ხელოვნება, ან უკეთ რომ ვთქვათ, ეშმაკეული სისაძაგლე, რომელიც შორსაა ჭეშმარიტებისაგან
ორგულობა ბოროტი წესია, რომელიც მზაკვრობითაა შექმნილი და სულისა და გონების დამაბნელებელია
უბრალოება არის წრფელი აზრები, მართალი ბუნება და ჭეშმარიტი სიტყვა - არც გამოგონილი და არც წინასწარგამზადებული
უმანკოება სულის მხიარულებაა, რომელიც სრულიად განშორებულია მზაკვრობას
უმანკოება თვისებაა წმიდა სულისა, რომელიც ისეთივეა, როგორც თავიდან იყო შექმნილი და ყველასადმი კეთილი, ტკბილი და უშფოთველია
მზაკვარი კაცი ეშმაკის მოყვასი და მეგობარია, უფალი გვასწავლის, რომ ამისთანების შესახებ ვთქვათ: "გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან" (მათ. 6,13)