წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ანტონი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ანტონი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
35. ვინც უნდა იყოს ხელისუფალი, რომელიც მძლავრობს ჩვენზე, რომ აღვასრულოთ უღირსი და სულის მავნებელი საქმეები, ვერ ეუფლება ჩვენს სულს, თვითუფლებრივად რომ შექმნილა. ამგვარი მოძალადენი სხეულს ატუსაღებენ, მაგრამ არა ჩვენს არჩევანს, რომლ... იხილეთ სრულად
34. ისინი, რომლებიც მისდევენ სათნოებითსა და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, ეშურებიან სულის სათნოებებს, როგორც მათ პირად მონაპოვარსა და მარადიულ შვებას, წუთიერთაგან კი ისე იშვებენ, როგორც ეს ნებადართულია და როგორც თვით ღმერთს მოუცია და ... იხილეთ სრულად
33. არ შეჰფერით არამდგრად და განუსწავლელ ადამიანებს, გამოსცადონ შერაცხილნი, ხოლო შერაცხიილი ის კაცია, ვინც სათნოა ღვთისთვის, ვინც ბევრს მდუმარებს ან, თუ საუბრობს, მხოლოდ მცირედს, საჭიროს და ღვთისთვის სათნოს
32. ყოველი სულიერი ვნების მოწევნისას გახსოვდეს, რომ ისინი, რომელბიც მართლაზროვნებენ და სურთ, რომ ყოველივე საკუთარი ჯეროვნად და უსაფრთხოდ განაგონ, არათუ ხრწნადი ნივთების ლფობას მიიჩნევენ საწადელად, არამედ - მართებულ და ჭეშმარიტ სწა... იხილეთ სრულად
31. ურთიერთსაუბრებისას განიშორეთ ყოველგვარი უხეშობა, რადგან მოკრძალებასა და კეთილგონიერებას მოაზროვნე ადამიანების დამშვენება უფრო მეტად ძალუძთ, ვიდრე ქალწულებისა, ვინაიდან ღვთისმოყვარე გონება სულის გამაბრწყინებელი სინათლეა, ისევე ... იხილეთ სრულად
30. კეთილი და ღვთისმოყვარე კაცები უკეთურებაში მაშინ ამხილებენ ადამიანებს, როდესაც ისინი მათთან პირისპირ არიან, მაგრამ თუ არ არიან მათთან, არ კიცხავენ, ამასთან არც სხვებს აძლევენ იმის ნებას, რომ შეეცადონ მათზე რაიმეს თქმას
29. ვისაც არ ძალუძს განარჩიოს, ერთი მხრივ, რა არის კეთილი, მეორე მხრივ კი - როგორია ბოროტი, ამგვარ ვინმეს უფლება არა აქვს განსაჯოს კეთილნი და ბოროტნი, რადგან ადამიანი, რომელმაც იცის ღმერთი, კეთილია, ხოლო თუ ვინმე კეთილი არ არის, ა... იხილეთ სრულად
28. ყოფითი იმედებით ცთუნებულებს და მხოლოდღა სიტყვით მცოდნეებს იმისას, რაც უმშვენიერესი ცხოვრებისთვის არის საქმნელი, იგივე სჭირთ, რაც იმათ, რომლებიც წამლებსა და სამკურნალო საშუალებებს მოიხმარენ, მაგრამ თუ როგორ უნდა მოიხმარონ, არც ... იხილეთ სრულად
27. უმშვენიერესი ცხოვრების გამო გარჯილობა და სულისთვის ზრუნვა კეთილ და ღვთისმოყვარე კაცებს მოიმუშაკებს, რადგან ვინც ღმერთს ეძიებს, პოულობს კიდეც, ყოვლითურთ იმარჯვებს რა გულისთქმაზე და არ განუდგება რა მლოცველობას, ვინაიდან ამგვარი ... იხილეთ სრულად
26. არაფერი სარგებელია მოძღვრებათა შესწავლა, თუ სული მოკლებულია კეთილსათნო და ღვთივმოსაწონ მოღვაწეობას, ხოლო ყველა ბოროტების მიზეზი - ესაა ცთომილება, მაცთუნებლობა და უმეცრება ღვთისა