როგორც უფალი ზრუნავს ჩვენი ცხონებისათვის, ისევე ცდილობს კაცისმკვლელი ეშმაკი სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს კაცი. მაღალი და მტკიცე სული არ ეცემა უბედურების ჟამს, რაგინდ მძიმე და აუტანელ გასაჭირშიც ჩავარდეს. ჩვენი ცხოვრება თითქოს განსაც...
იხილეთ სრულად
როგორც უფალი ზრუნავს ჩვენი ცხონებისათვის, ისევე ცდილობს კაცისმკვლელი ეშმაკი სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს კაცი. მაღალი და მტკიცე სული არ ეცემა უბედურების ჟამს, რაგინდ მძიმე და აუტანელ გასაჭირშიც ჩავარდეს. ჩვენი ცხოვრება თითქოს განსაცდელებისა და ტანჯვის სახლია, მაგრამ ჩვენ ნუ მივატოვებთ უფალს, სანამ იგი არ უბრძანებს ჩვენს მაწამებელთ, თავი დაგვანებონ, სანამ მოთმინებით და მტკიცე უვნებელობით არ განვახლდებით...
link
როდესაც ჩუმად ვართ, ჩვენი მტერი - ეშმაკი ვერ ასწრებს კაცის გულში დაფარული საიდუმლოს ამოხსნას. იგივე შეიძლება ითქვას გონებაზეც. ასეთ ღვაწლს შედგომილმა მთელი სასოება უფალზე უნდა დაამყაროს, მოციქულის სიტყვის თანახმად: "ყოველივე ზრუნვ...
იხილეთ სრულად
როდესაც ჩუმად ვართ, ჩვენი მტერი - ეშმაკი ვერ ასწრებს კაცის გულში დაფარული საიდუმლოს ამოხსნას. იგივე შეიძლება ითქვას გონებაზეც. ასეთ ღვაწლს შედგომილმა მთელი სასოება უფალზე უნდა დაამყაროს, მოციქულის სიტყვის თანახმად: "ყოველივე ზრუნვაი თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღვწის თქუენთვის" (პეტრ.5,7)
link
ამისკენ იყოს მიმართული მთელი შენი ყურადღება. დადიხარ თუ ზიხარ, საქმეს აკეთებ თუ ეკლესიაში დგახარ ღმრთისმსახურების დაწყებამდე, შედიხარ თუ გამოდიხარ იქიდან, "იესოს ლოცვა" გქონდეს ყოველთვის გულშიც და ბაგეებზეც. ამგვარად, უფლის სახელ...
იხილეთ სრულად
ამისკენ იყოს მიმართული მთელი შენი ყურადღება. დადიხარ თუ ზიხარ, საქმეს აკეთებ თუ ეკლესიაში დგახარ ღმრთისმსახურების დაწყებამდე, შედიხარ თუ გამოდიხარ იქიდან, "იესოს ლოცვა" გქონდეს ყოველთვის გულშიც და ბაგეებზეც. ამგვარად, უფლის სახელის ხსებევაში ჰპოვებ მშვიდობას, მიაღწევ სულიერსა და ხორციელ სიწმინდეს და შენში დაიმკვიდრებს სული წმინდა, წყარო ყოველი სიკეტისა, რომელიც წარგიმართავს გზას ღმრთის სათნო ცხოვრებისკენ
link