სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
საკმარისია ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისთვის?
ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს
ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.
მონანიება და აღსარება ერთი იმ შვიდთა საიდუმლოთაგანია, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მისთვის დააწესა, რომ მორწმუნემ სულის განსამტკიცებლად და საცხოვნებელად სულიწმიდის უხილავი მადლი მიიღოს. აღსარებისას მონანული თავის ყოველ ცოდვას გაიხსენებს, გულწრფელად ეტყვის მოძღვარს და მისგან შენდობას მიიღებს. როგორც ვიცით, მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ქვეყანასა ზედა კაცთა შეკვრისა და გახსნის უფლება მისცა. ეს უფლება მოციქულებმა თავიანთ მოადგილეებს გადასცეს და ვიდრე აქამომდე მოძღვარნი თქვენდა საცხოვნელად ამ უფლებას იყენებენ.
სატანური ძალები დედამიწაზე თავიანთი მორჩილი იარაღების - ჯადოქრების, ექსტრასენსების, "ნათელმხილველების" და სხვა მაცდუნებლების საშუალებით მოქმედებენ. ბნელი ძალები თავისთავად უძლურნი არიან. მაგრამ ისინი დამანგრეველ ძალას იძენენ, თუკი ადამიანი რაიმე მძიმე ცოდვას აღასრულებს და ამით ბოროტებას საკუთარ თავზე ზემოქმედების უფლებას მისცემს. იმისათვის, რომ ამ ზემოქმედებისაგან გათავისუფლდეს, აუცილებელია, რომ ადამიანმა ცოდვის მიზეზი შეიტყოს, ანუ გააცნობიეროს ის, შეინანოს, აღსარება თქვას და ეკლესიის ცნობიერ წევრად იქცეს
მწუხარება სულის საშიში დაავადებაა! მას სულის საერთოდ მოკვდინება ძალუძს. ასეთ მწუხარებას ეკლესია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, რამეთუ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ორი სახის მწუხარება: მწუხარება ღვთის გულისათვის, ცხონებისათვის სინანულს ბადებს და მწუხარება მიწიერი, რომელიც ბადებს სიკვდილს.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო: სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი, ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა საზრდოსა, ქრისტეს სისხლსა და ხორცსა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი