სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
156. შეჭირვებისა და შეურაცხების მომძაგებელი იმის პირობას ნუ დადებ, რომ სხვა სათნოებათა მიერ შესძლებ სინანულს, რადგან ცუდმედიდობასა და უტკივილობას სჩვევია ემსახურებოდეს ცოდვას (ე.ი. სათნოებებითაც).
ადამიანს ზიარების მიღების წინ წესით შიში, კრძალულობა და სინანული უნდა ჰქონდეს, ზიარების შემდეგ კი სიხარული და სიმშვიდე უნდა იგრძნოს, მაგრამ იმასაც უნდა განიცდიდეს, რომ მოუმზადებელია საიდუმლოსათვის.
ქრისტიანი განუწყვეტლივ წინ უნდა მიიწევდეს; მაგრამ მეტად სასარგებლოა ყურადღება უკან - წარსულსაც მივაპყროთ, რათა ცუდი არ გავიმეოროთ, დანაშაული სინანულის ცრემლით გამოვისყიდოთ, დაწყებული სიკეთე დავასრულოთ.
ფრინველიცა გაჰყრიან, რა განერყვნას და დაუწიკვლდეს ნაკრტენთა თვისთა, და ახალთა და კეთილთა შეიმოსენ. შენცა ნუ უდარეს იქმნები ფრინველთა და განიყარე ფიცხელნი და მწიკვლევანი ვნებანი და კეთილი სინანული შეიმოსენ.
109. საქმეთაგან, სიტვათაგან და აზრთაგან მხოლოდ ერთია მართალი (ე.ი. მაცხოვარი იესო ქრისტე), ხოლო სარწმნოებისგან, მადლისგან და სინანულისგან მრავალი გამართლებულა.
ეპიტიმია უწესდება მხოლოდ ზოგ მონანულ ქრისტიანს და არა ყველას. მათ, ვისაც ცოდვათა სიმძიმისა თუ სინანულის თავისებურებათა გამო ეს სულიერი საშუალებანი ესაჭიროებათ.
თუ თავისი კეთილი საქმეებით გაამპარტავნებული ყველაფერს ღუპავს ამით, მაშ, როგორი იქნება ამპარტავანი ცოდვილის სასჯელი? ასეთ ადამიანს უკვე სინანულიც კი არ ძალუძს.
სინანული აღადგენს და აღამაღლებს სულს, გლოვა ცის კარზე რეკს, ხოლო ნეტარი სიმდაბლე გააღებს მას, მე - მთქმელი ამისა, თაყვანისვსცემ სამგვამოვანებასა ერთარსებით და ერთ-არსებასა - სამებით
ვისაც არ შეუძლია თავისი შეხედულების უარყოფა და მხოლოდ საკუთარ სურვილებს არის აყოლილი, მტრობას განიცდის სხვის მიმართ და გაუცხოვებულია იმ სულისაგან, რომელიც სინანულის მშობელია ადამიანში.