სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

განა შეიძლება, რაიმეთი ვამპარტავნებდეთ, როდესაც საკუთარი არაფერი გვაქვს, დროებითი და მარადიული სასჯელის გარდა? განა შეიძლება, რაიმეთი ვამპარტავნებდეთ

ვინ ვართ ჩვენ ყველა, თუ არა - ღატაკნი? რა გაგვაჩნია საკუთარი? არაფერი, - ცოდვების გარდა. აპოკალიფსში ვიღაც თავს იქებს: "მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების", არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. ასეთს ეტყვიან: "და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ" (აპოკ. 3, 17). როგორი შესამეცნებელი გაკვეთილია ჩვენი ამპარტავნებისთვის! ვინ ვართ ჩვენ ყველა, თუ არა - ღატაკნი? რა

ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწადვე მიიქცევი; დიდი ხარ, სუფთა და სამართლიანი, ვიდრე ღმერთი შეგეწევა; უფალმა შეგქმნა და მისით დგახარ; ნუ უარყოფ და ნუ დაივიწყებ კეთილისმყოფელს, შესაძლოა, სათნოებას აღასრულებ კიდევაც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უფალი დაგეხმარა. ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა

თავს როგორ იქებ მაშინ, როდესაც ღმერთს უნდა ადიდებდე? თავს როგორ იქებ მაშინ, როდესაც ღმერთს უნდა

გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ - ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც - ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს - ზნეობრივი დაცემის კიბეზე. გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს

ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას. ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას

ამპარტავნების დასაწყისი - პატივმოყვარეობის დასაწყისია ამპარტავნების დასაწყისი - პატივმოყვარეობის

შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე

"რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული?" - ჰკითხეს ერთ ბრძენს და მიუთითეს შურიანზე, რომელიც ყოველთვის ნაღვლიანი სახით დადიოდა. "იმიტომ, - მიუგო კაცთა ბუნების გამოცდილმა მცოდნემ, - რომ ან მას შეემთხვა რაიმე უბედურება, ან მის მოყვასს - რაიმე ბედნიერება". რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული? - ჰკითხეს

მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი საკუთარ წარუმატებლობად. მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2