ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ჩემი საახალწლო ეპისტოლე მინდა დავამთავრო დიდი მათემატიკოსის, ბლეზ პასკალის სიტყვებით: "მაცხოვრის გარეშე კაცი ყოველთვის ბიწიერებასა და უბედურებაში იქნება დანთქმული. მაცხოვრის წყალობით კაცი თავს აღწევს ბიწიერებას და უბედურებას. მასშ... იხილეთ სრულად
გაუადვილე შენს მოყვასს ცხოვრება, გაჭირვებულს გაუწოდე ხელი: გამოიჩინე მეტი სიყვარული, მეტი თანაგრძნობა, მეტი მოთმინება, მეტი სულგრძელობა, ნიჭს გაუხსენით გზა.
ბოროტი კაცი როგორ შევიყვაროთ? ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმიდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს... იხილეთ სრულად
წმიდა პავლე მოციქულის თქმით, სიყვარული სულგრძელი და ტკბილია; მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ იცის განრისხება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკე... იხილეთ სრულად
ღვთისადმი რწმენითა და ხალხის სიყვარულით შენდებოდა, იწერებოდა და იქმნებოდა ყოველივე ღირებული და დიადი კაცობრიობის ცხოვრებაში.
ახალი ადამიანი რწმენითა და სიყვარულით უნდა აღიზარდოს. სულიწმიდის მადლით განახლებული პიროვნება შეძლებს გარემომცველ სულიერ და მატერიალურ სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრებას; მისთვის მთავარი იქნება თავად პროცესი მუდმივი განვითარებისა დ... იხილეთ სრულად
შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრება მოიპოვოს.
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს, და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.
ოდითგანვე ბრძენნი ადამიანის ცხოვრების არსს მოყვასის ბედნიერებისათვის ზრუნვაში ხედავდნენ. გიყვარდეს მოყვასი და შენც უყვარდე სხვებს - უფლის მიერ ბოძებული დიდი ნიჭია. ასეთ დამიანს სარწმუნოება და სიყვარული კარნახობს, როგორ გამოძებნოს ... იხილეთ სრულად