უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობ...
იხილეთ სრულად
უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობილი, ისევ მაღლა აღემართო.
link
ჭეშმარიტად არაფერია ისეთი, რასაც ძალუძს ეკლესიის რღვევა და ნგრევა ისე ადვილად, როგორც ეს შესაძლებელია თუ მრევლი და მოძღვარი, შვილი და მამა, ქვეშევრდომი და უფროსი მჭიდრო ერთობაში არ იმყოფება. ის, ვინც ავად იხსენებს ძმას, შორდება ღვ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად არაფერია ისეთი, რასაც ძალუძს ეკლესიის რღვევა და ნგრევა ისე ადვილად, როგორც ეს შესაძლებელია თუ მრევლი და მოძღვარი, შვილი და მამა, ქვეშევრდომი და უფროსი მჭიდრო ერთობაში არ იმყოფება. ის, ვინც ავად იხსენებს ძმას, შორდება ღვთის წერილს: "რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და ადიდებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა" - ამბობს ღმერთი და შემდგომ ასახელებს რა მიზეზს, დასძენს: "შჯი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი" (ფს. 49,16, 20). შენ კი...
link
ნუთუ ჩვენ ენა მოგვიტრიალდება მღვდლების წინააღმდეგ? ჩვენ, რომლებსაც ძმების განკითხვის ნებაც კი არა გვაქვს. როცა უკეთურად ვახსენებთ მღვდლებს, ამით მათ ვერაფერს ვავნებთ, არა მარტო მაშინ, როცა ვცრუობთ, არამედ მაშინაც, როცა სიმარ...
იხილეთ სრულად
ნუთუ ჩვენ ენა მოგვიტრიალდება მღვდლების წინააღმდეგ? ჩვენ, რომლებსაც ძმების განკითხვის ნებაც კი არა გვაქვს. როცა უკეთურად ვახსენებთ მღვდლებს, ამით მათ ვერაფერს ვავნებთ, არა მარტო მაშინ, როცა ვცრუობთ, არამედ მაშინაც, როცა სიმართლეს ვამბობთ - ასევე ფარისეველმა ვერაფერი ავნო მეზვერეს, არამედ სარგებელი მოუტანა მას, თუმცა სიმართლეს ამბობდა მასზე - ჩვენ საკუთარ თავს ვაგდებთ უკიდურეს განსაცდელში - ასევე ფარისეველმა მახვილი ჩაირტყა და სასიკვდილო ჭრილობა მი...
link
საჭიროა ნათლად გესმოდეს, რომ თუნდაც მღვდლები იმსახურებდნენ განკითხვას, შენ მაინც არა გაქვს ნება განიკითხო მათი ცხოვრება. აი რას ამბობს ქრისტე იუდეველი უფროსების შესახებ: "და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველ...
იხილეთ სრულად
საჭიროა ნათლად გესმოდეს, რომ თუნდაც მღვდლები იმსახურებდნენ განკითხვას, შენ მაინც არა გაქვს ნება განიკითხო მათი ცხოვრება. აი რას ამბობს ქრისტე იუდეველი უფროსების შესახებ: "და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქვენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვან და არა ყვიან" (მათე 23, 2-3). როგორც ხედავ მან არ დაამცირა და არ უარყო მათი სწავლებანიც კი ვისი გარყვნილი ცხოვრება მართ...
link
რაც უფრო მაღლა ვაყენებთ მიზანს, მით უფრო გვმართებს სიფრთხილე: ამ შემთხვევაში უგუნურება ეხება თვით სულს და საფრთხე ემუქრება არა რომელიმე საუნჯის დაკარგვას, არამედ თავის დაღუპვას და საკუთარი სულისათვის ზიანის მიყენებას... ამიტომ, უპ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო მაღლა ვაყენებთ მიზანს, მით უფრო გვმართებს სიფრთხილე: ამ შემთხვევაში უგუნურება ეხება თვით სულს და საფრთხე ემუქრება არა რომელიმე საუნჯის დაკარგვას, არამედ თავის დაღუპვას და საკუთარი სულისათვის ზიანის მიყენებას... ამიტომ, უპირველესად უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვიძიოთ ამ გზაზე სვლისათვის კარგი წინამძღვარი, რათა გამოუცდელობის გამო არ გავყვეთ ახალ, გაუკვალავ და ჭეშმარიტებისგან აცდენილ გზას
link
ნუ დაფარავ გულისთქმას, რადგან ის, ვინც მალავს გულისთქმას, ახარებს ბოროტ სულს, რომელიც ცდილობს მისი სულის დაღუპვას. ვინც თავის გულისთქმებს მალავს, ის ვერ განიკურნება, ხოლო ვინც ამ გულისთქმებს მოძღვარს გაუმხელს ის გამოსწორდება....
იხილეთ სრულად
ნუ დაფარავ გულისთქმას, რადგან ის, ვინც მალავს გულისთქმას, ახარებს ბოროტ სულს, რომელიც ცდილობს მისი სულის დაღუპვას.ვინც თავის გულისთქმებს მალავს, ის ვერ განიკურნება, ხოლო ვინც ამ გულისთქმებს მოძღვარს გაუმხელს ის გამოსწორდება.ვინც მოძღვარს შეკითხვით მიმართავს და არ აღასრულებს მის რჩევას, ღვთის ნებას არ ემორჩილება.
link
ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი. ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, ...
იხილეთ სრულად
ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი. ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, ის ეშმაკისგან მარცხდება.
link