
უფრთხილდი ვინმეს განკითხვას მანამ, ვიდრე თვით უფალი განსჯიდეს მას
უფრთხილდი ვინმეს განკითხვას მანამ, ვიდრე თვით უფალი განსჯიდეს მას
თუ გაურბიხარ ხალხის ჭორაობას შენი საქციელის შესახებ, მაშინ ეს საქციელი შეწყვიტე და ჭორიც აღარ იქნება.
როგორც იქედნეს ქვეყნად მოვლინებას მისი დედის სიკვდილი სჭირდება, ასევე ცოდვაც მისი წარმომშობის სიკვდილს იწვევს
ჭეშმარიტი (ქრისტიანული) მოთმინება ისაა, რომ არა მხოლოდ შური არ იძიო, არამედ არც გსურდეს შურისძიება, თუნდაც გული ამისაკენ გაქეზებდეს.
სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე
მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი - სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული
ვერცერთი სიტყვა, რომელიც საქმეს არ ეყრდნობა, ყურს ვერ გასცდება, მაგრამ როდესაც სიტყვა საქმესთან ერთიანდება, ცოცხლდება და გულამდე აღწევს.
თუ ცხონება გსურს, გააკეთე ყველაფერი, რაც მასთან მიგიყვანს
ისე ვერაფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და მწუხარებისაგან დათრგუნულ გულს, როგორც - ღმერთის გახსენება.
833. შევურიგდეთ თუ არა მტერს, თუკი იგი მშვიდობას გვთხოვს?