მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები, ამონარიდები
ყველამ, ვისაც უნდა, რომ სამშობლოს გამოადგეს, თავისი საქმე თავის ადგილზე კეთილსინდისიერად აკეთოს
მე თუ რამე ცუდ თვისებას, ან საქციელს აღმოვაჩენ ხოლმე ჩემ შვილში, მერე რომ დავფიქრდები, ჩემშიც ვპოულობ ხოლმე ამას. გამოდის, რომ ჩემგან - მშობლისგან სწავლობს
ყოფილა შემთხვევა, რომ მშობელს უთხოვია, - სამრევლო სკოლაში ჩემ შვილს იქნებ მიხედოთო. მე ვუთხარი - შენც მოდი, შენით დავიწყოთ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, რომ არ სცალია.
ასე არ გამოვა ბავშვის აღზრდა
ჩვენ უნდა მოვნახოთ ფორმები, დრო, საშუალება და ენერგია, ბავშვამდე რომ მივიდეთ, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, გართობით, თამაშით, სიხარულით
სასულიერო პირის შვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ, ადამიანი სასულიერო პირი რომ ხდება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მისი ჯერ არდაბადებული შვილი ხომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ისიც ერთი ჩვეულებრივი ბავშვია როგორც ... იხილეთ სრულად
მაგალითის ძალას წინ არაფერი არ უდგას. სიტყვით რამდენიც არ უნდა უთხრა, ერთი გაკეთებული საქმე 10 სიტყვას ჯობია
როცა ჩვენ რაღაც გვაინტერესებს, უფრო ადვილად ვიღებთ და ვიგებთ, ვიდრე მაშინ, როცა არ გვაინტერესებს. წიგნი, რომელიც არ გაინტერესებს, აბა როგორ წაიკითხავ? მაგრამ, თუ დაგაინტერესდა, უკვე აღარ გინდა ძალდატანება