ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ვნებების დროებით მიჩუმებას გრძნობდე, რადგან ვნებები და დემონები ხშირად მზაკვრულად იმალებიან და იკვლევენ - ხომ არ გაამპარტავნდება ადამიანი თავის გულში, როცა ჰგონია, რომ უკვე თავისუფალია მათგან;...
იხილეთ სრულად
ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ვნებების დროებით მიჩუმებას გრძნობდე, რადგან ვნებები და დემონები ხშირად მზაკვრულად იმალებიან და იკვლევენ - ხომ არ გაამპარტავნდება ადამიანი თავის გულში, როცა ჰგონია, რომ უკვე თავისუფალია მათგან; შემდეგ მოულოდნელად დაეცემიან საბრალო სულს და ჩიტივით წარიტაცებენ მას; და თუ დაეუფლებიან, დასცემენ მას ყოველგვარი ცოდვით ადრინდელზე უფრო უმოწყალოდ და ბოროტად.
ძალიან სახიფათოა, ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ჭეშმარიტებამ გადამეტებული სიმკაცრით არ განდევნოს მოწყალება, რათა ეს მოწყალება გადამეტებული შემწყნარებლობით ჭეშმარიტებას არ დაშორდეს.