თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები

თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


ასეთი აღსასრული მოწამეობაზე ნაკლები როდია

გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი: ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი; ქრისტეს მშვიდობით აღვსილნი მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით ყველასგან დევნილნი... და ტანჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცედ.
ჩვენი ძმების უმრავლესობა, ზეაღმატებული სიყვარულისა და ძმათმოყვარეობის გამო, თავს არ ზოგავდა, უშიშრად ემსახურებოდა სნეულებს. მრავალი მათგანი, ვინც ავადმყოფებს უვლიდა და სხვებს განამტკიცებდა, თვითონაც დასნეულდა და გარდაიცვალა. ამგვარად ტოვებდნენ მიწიერ ცხოვრებას ჩვენს შორის საუკეთესონი. ღვთისმოსაობისა და რწმენის გამო ასეთი აღსასრული მოწამეობაზე ნაკლები როდია“ გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები

მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და

ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია - სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში - სიდიადე; მოყვასის მსახურებაში - სიხარული; გაცემაში - შეძენა და დათმენაში - გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა… ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით


ხანმოკლე გატაცება, რომელსაც სიყვარულს უწოდებენ

სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.
ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან. სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს

ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური "მე"-სგან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე. ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით

რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს კი ხშირად სიცოცხლის გაწირვას მოითხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგ. წმ. დემეტრე თავდადებული, წმ. ევდემოზ კათოლიკოსი, ზოგჯერ კი მთელი ერის, - მაგ. 100000 მოწამის. რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა


უნდილაძეების ოჯახის თავდადება

XVII ს-ის I ნახევარში ირანში მოღვაწეობდა გამუსულმანებული უნდილაძეების დიდად გავლენიანი ოჯახი, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს სპარსეთის კულტურულ-პოლიტიკურ ასპარეზზე. ისინი უზარმაზარი ქონებისა და ძალაუფლების მფლობელნი იყვნენ; ეს გავლენა კი, სპარსულ საქმეთა ერთგულების გამო მოიპოვეს.
ქრისტიანული თვალთახედვით, ისინი, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ღვთისაგან განდგომილნი იყვნენ, რადგან თავის მიწიერ კეთილდღეობას ყველაფერი ანაცვალეს, მაგრამ მდგომარეობა მთლიანად შეიცვალა, როდესაც საქმე სპარსელთა საქართველოზე ლაშქრობას შეეხო.
სამშობლოს ტკივილმა და სიყვარულმა მათ გულში დარჩენილი მადლის ნაპერწკალი ალად აქცია და მამაც და შვილებიც ისე გააძლიერა, რომ უარი თქვეს შაჰის დავალების შესრულებაზე, სანაცვლოდ კი, დათმეს ქონებაც, თანამდებობაც და თავიანთ შთამომავალთან ერთად სიცოცხლე სამშობლოს შეწირეს. XVII ს-ის I ნახევარში ირანში მოღვაწეობდა

ჩვენ თავს ვხრით და დიდად ვაფასებთ იმ თავდადებას, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გამოიჩინეს ჩვენმა მეცნიერებმა და ათეისტური ყოფის მიუხედავად, შეძლეს ხალხისათვის სწორი ორიენტირების შენარჩუნება.
გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, დიმიტრი უზნაძე, თედო სახოკია, გრიგოლ ლორთქიფანიძე, შალვა ნუცუბიძე, ივანე ბერიტაშვილი, მაქსიმე შარაძე, ფილიმონ ქორიძე და სხვა მრავალნი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ შევიწროებულნი, დამცირებულნი და ყოველდღე ელოდნენ დაპატიმრებას..., მათ არა მარტო დაიცვეს, არამედ გაამდიდრეს ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, დაიცვეს როგორც თავისი, ისე ქვეყნის ღირსება. ჩვენ თავს ვხრით და დიდად ვაფასებთ იმ


ქვეყნისათვის თავგანწირულნი

ჩვენი ქვეყნის წარსულიც მამულისადმი თავგანწირული სიყვარულის მრავალი მაგალითითაა სავსე: მოწამეებმა დავითმა და კონსტანტინემ, მეფეებმა არჩილმა და ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა, და ათასობით სხვამ თავი დადეს რწმენისა და სამშობლოსათვის და როგორც მისაბაძნი მაგალითნი, ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ისტორიაში დიდ წმინდანებად შევიდნენ. ჩვენი ქვეყნის წარსულიც მამულისადმი


სამშობლოსთვის თავგანწირვა

სამშობლოს, შენი სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საუკეთესო თვისებაა ადამიანისა, ბიბლიაც და ჩვენი ქვეყნის ისტორიაც სავსეა მამულისა და ქვეყნისადმი თავდადებული სიყვარულის მაგალითებით. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ მოსე წინასწარმეტყველის, ისუ ნავეს, სამუელის, მეფე დავითის, ელიას, ძმათა მაკაბელთა და სხვათა შესანიშნავ ცხოვრებებს; ისინი სამშობლოსთვის სანთლებად იწვოდნენ და მზად იყვნენ, ყოველ წუთს გაეწირათ სიცოცხლე თავიანთი ხალხის დაცვისათვის. სამშობლოს, შენი სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის

თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები

2