ღვთის განგება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის განგება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის განგება, გამონათქვამები, ციტატები
შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდა... იხილეთ სრულად
დიდი განსაცდელები ოკეანედ არასოდეს მოგვეჩვენება, როცა ვიფიქრებთ, რომ ყველაფერს უფლის წმინდა მარჯვენა განაგებს და გვაძლევს, ღმერთს კი ადამიანებზე მეტად ვუყვარვართ.
46. კეთილგონიერი, ფიქრობს რა ღვთის განგების განმკურნებელ ძალაზე, მადლიერებით იტანს მასზე დამტყდარ უბედურებას, თავისი ცოდვების გარდა, სხვას არავის ადანაშაულებს მასში. ხოლო უგუნური, როცა სცოდავს და ამის გამო ისჯება, თავისი უბედურები... იხილეთ სრულად
843. როდესაც მამები რაღაცას მეუბნებიან და მეჩვენება, რომ არასამართლიანია, ამასთან ურწმუნოებასთან ბრძოლა მეწყება და ყოველთვის ვეწინააღმდეგები ამ აზრს, ვეუბნები რა საკუთარ თავს: ეს უნდა იყოს ისე, როგორც მამები ამბობენ. ეს რწმენის საქმეა თუ ურწმუნოების? იხილეთ სრულად
605. საცხოვრებლის ზოგიერთმა ბერმა იმავე ბერს ჰკითხა: მეუფეო, გთხოვთ გვიპასუხო, თქვენ გვითხარით, რომ თქვენს შემდეგ უფალ ღმერთს ნეტარი აბბას (სერიდის) დატოვებაზე ევედრებოდით, მაგრამ ღმერთმა, რომელიც ყოველთვის ასრულებს მის მოშიშთა ნებას, პირიქით თქვენზე ადრე აბბა წაიყვანა. რატომ მოხდა ეს? ასევე აგვიხსენი, რატომ უმალავს ღმერთი წმინდანებს ზოგჯერ თავის საქმეებს? როგორც ეს წინასწარმეტყველ ელისეს დროს მოხდა. და აბბას, აღსასრულის წინ, სხეულზე გაღვივებული ნაკვერჩხლების მსგავსი, ცეცხლოვანი წყლულები რატომ გაუჩნდა? იხილეთ სრულად
უბედურებებსა და განსაცდელებში, მწუხარებებსა და ავადმყოფობებში უნუგეშოდ ნუ იქნებით და მეტისმეტ დარდს ნუ მიეცემით. ამ შემთხვევაში ნურავის დაადანაშაულებთ და ნუ გაკადნიერდებით - განგებაზე დრტვინვით. მან იცის, რას აკეთებს, როცა ეკლიანი... იხილეთ სრულად