ისწრაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე; ნუ დაიღლებით. დაჰკარით ეშმაკს, შფოთი კი სიყვარულით განდევნეთ.
მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა ...
იხილეთ სრულად
მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა თავის ბოროტ ხრიკებს ოსტატურად და ცოდნით იყენებს. ამ გზით საკმაოდ ბევრი ჰყავს წარწყმედილი; მაგრამ ჩვენ გამოცდილებით ვცნობთ მის მახეებს. თავიდან გზას სირთულე ახლავს, შემდეგ კი მას შვება, სიხარული და ცხონების დიდი სასოება ე...
link
წესრიგი დავიცვათ, სადაც წესია, იქ მშვიდობაა!
20. ყველა ვნებიანი ფიქრი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღძრავს, ან გულისწყრომის ნაწილს აშფოთებს, ან გონების ნაწილს აბნელებს, რის გამოც გონება სულიერი ჭვრეტისა და ლოცვითი აღმაფრენისათვის ბრმავდება. ამიტომ მონაზონს, განსაკუთრებით მდუმა...
იხილეთ სრულად
20. ყველა ვნებიანი ფიქრი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღძრავს, ან გულისწყრომის ნაწილს აშფოთებს, ან გონების ნაწილს აბნელებს, რის გამოც გონება სულიერი ჭვრეტისა და ლოცვითი აღმაფრენისათვის ბრმავდება. ამიტომ მონაზონს, განსაკუთრებით მდუმარებაში მყოფს, გულისთქმის მოშთობა და მათი წარმომშობი მიზეზების შეცნობა და აღკვეთა მართებს. შეცნობა კი შემდეგნაირად შეიძლება: სულის გულისთქმის ნაწილს დედაკაცის ვნებიანი მოგონება აღძრავს, ხოლო მათი მიზეზი ჭამასა და სმაში თა...
link
62. "ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელი წარგიქც...
იხილეთ სრულად
62. "ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მიჰვლე მისთანაცა ორიცა" (მათ. 5, 39-41). რატომ? - რათა შენც დაგიცვას უფალმა ურისხველად, უშფოთველად და უწყრომლად და შენი ურისხველობით მასაც სიკეთე ასწავლოს და ორივე გატაროთ თავისი სიყვარულით, რამეთუ ...
link
შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც ვშფოთავთ, ე.ი როდესაც მშვიდად არ ვართ?
მშვიდობა ადამიანის სულში რომ დაივანებს, საზოგადოებას მთლიანად მოიცავს. ასევეა შფოთიც.
ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც მას გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, ...
იხილეთ სრულად
ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც მას გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, რათა სული ხორციელი სიამტკბილობით მოხიბლოს და წარმოუდგენს თითქოს იგი სულიერი, ღვთაებრივი იყოს.
link
მდუმარებას, სოფლისაგან განშორებით, ძალიან სწრაფად მოაქვს სულისათვის შინაგანი მდუმარება – მოსაგრეობითა და განუწყვეტელი ლოცვებით; რის შემდეგაც ადამიანს აღარ აწუხებს შინაგანი შფოთი, რამეთუ არსებითად მას მხოლოდ სხეული აქვს მიწაზე, გონ...
იხილეთ სრულად
მდუმარებას, სოფლისაგან განშორებით, ძალიან სწრაფად მოაქვს სულისათვის შინაგანი მდუმარება – მოსაგრეობითა და განუწყვეტელი ლოცვებით; რის შემდეგაც ადამიანს აღარ აწუხებს შინაგანი შფოთი, რამეთუ არსებითად მას მხოლოდ სხეული აქვს მიწაზე, გონება კი – ზეცაში.
link
ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახ...
იხილეთ სრულად
ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახლდა, "ნოდი" ეწოდა, რაც "მოკანკალე მიწას" ნიშნავს.
link