შფოთი - ციტატები, გამონათქვამები
შფოთი - ციტატები, გამონათქვამები შფოთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ქედმაღლობაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ის ყველა განსაცდელისა და შფოთის მშობელია და ვაი მას, ვისაც ბადეში გააბამს, რადგან ძლიერ დაამახინჯებს.
შფოთი, მღელვარება, მრისხანება, ტრაბახი და მედიდურობა კი სულის ამპარტავნებაზე მეტყველებს.
ისწრაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე; ნუ დაიღლებით. დაჰკარით ეშმაკს, შფოთი კი სიყვარულით განდევნეთ.
მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა ... იხილეთ სრულად
20. ყველა ვნებიანი ფიქრი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღძრავს, ან გულისწყრომის ნაწილს აშფოთებს, ან გონების ნაწილს აბნელებს, რის გამოც გონება სულიერი ჭვრეტისა და ლოცვითი აღმაფრენისათვის ბრმავდება. ამიტომ მონაზონს, განსაკუთრებით მდუმა... იხილეთ სრულად
62. "ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელი წარგიქც... იხილეთ სრულად
მშვიდობა ადამიანის სულში რომ დაივანებს, საზოგადოებას მთლიანად მოიცავს. ასევეა შფოთიც.
ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც მას გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, ... იხილეთ სრულად