შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდა...
იხილეთ სრულად
შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდაც ეშმაკთან და გარეულ მხეცებთან აღმოვჩნდეთ, ღმერთი იქაც იქნება! ეშმაკი და მხეცები ვერაფერს გვავნებენ, თუ ამის უფლება ღვთისგან არ მიეცათ.მაშ, რატომ ვცხოვრობთ ამ მაცხონებელი ღვთაებრივი ჭეშმარიტების გარეშე, ღვთის განგებულები...
ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტ...
იხილეთ სრულად
ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტელი და ხმამაღალი მოხმობით გზას უღობავს მაცდურს და ვერაგული თავდასხმის საშუალებას არ აძლევს. თან გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთზე, სამოთხის შვებასა და იესოსთან საუკუნო დიდებაზე, წმინდანთა მამაცობაზე......
ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დ...
იხილეთ სრულად
ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დავიხევ. დღემდე განა რა გაგიკეთებია? არაფერი! არც ახლა დაგაცდი. ყოველი შენი მცდელობა ამაოა. მე უძლეველი ვარ. ვერ ხედავ, რამხელა ვარ?“ და მაშინვე მოაქვს ბილწი, განსაკუთრებით ძლიერი ხორციელი ტკბობის წარმოსახვები. მორიელივით...
მზაკვარი ეშმაკი არასოდეს შეწყვეტს ცეცხლოვანი ისრების ტყორცნას და მუდამ შეეცდება ჩვენს განგმირვას, დაპყრობასა და დამორჩილებას. თუმცა ჩვენც გვაქვს მრავალი იარაღი, რომლითაც მას შევმუსრავთ, განსაკუთრებით კი ლოცვა – „უფალო იესო ქრისტე,...
იხილეთ სრულად
მზაკვარი ეშმაკი არასოდეს შეწყვეტს ცეცხლოვანი ისრების ტყორცნას და მუდამ შეეცდება ჩვენს განგმირვას, დაპყრობასა და დამორჩილებას. თუმცა ჩვენც გვაქვს მრავალი იარაღი, რომლითაც მას შევმუსრავთ, განსაკუთრებით კი ლოცვა – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, რაც სრულიად წვავს მას; ამიტომ ბოროტი ცდილობს შეფარვით გვიმტროს, მაგრამ იესო ქრისტე წმინდა მცნებებით განგვანათლებს მასთან საბრძოლველად.
როცა ის პიროვნება სამართლიანად თუ უსამართლოდ გისაყვედურებს, თავი შეიკავე, დათრგუნე შინაგანი მღელვარება, პირი მოკუმე, შინაგანი ლოცვა დაიწყე და მაშინვე დაინახავ, როგორ გაიგუდება მხეცი! მაგრამ ყოველი გამარჯვებისთვის ბრძოლაა საჭირო.
იხილეთ სრულად
როცა ის პიროვნება სამართლიანად თუ უსამართლოდ გისაყვედურებს, თავი შეიკავე, დათრგუნე შინაგანი მღელვარება, პირი მოკუმე, შინაგანი ლოცვა დაიწყე და მაშინვე დაინახავ, როგორ გაიგუდება მხეცი! მაგრამ ყოველი გამარჯვებისთვის ბრძოლაა საჭირო.როცა შენში მრისხანება იმარჯვებს, იცოდე, რომ ლუკმას უგდებ მას და შესაბამისად, შემდეგ ჯერზე უფრო გაძლიერდება. ხოლო როცა მხეცი მძვინვარებს და მას ზემოთ მოყვანილი ხერხით გუდავ, იცოდე, რომ საკვების გარეშე ტოვებ, ამიტომ მომდევნო...
საუბედუროდ, შვილო, ბოროტი ეშმაკი ყოველ მაცხონებელ ფიქრს გვტაცებს, რომ სარგებელი არ მივიღოთ და ჩვენი სულის შესაგინებლად ბოროტი მოგონებები მოაქვს, რაკი მისი მახეები ვიცით, იესოს ლოცვაში და სასარგებლო სულიერ განსჯაში ვაიძულოთ თავი, რ...
იხილეთ სრულად
საუბედუროდ, შვილო, ბოროტი ეშმაკი ყოველ მაცხონებელ ფიქრს გვტაცებს, რომ სარგებელი არ მივიღოთ და ჩვენი სულის შესაგინებლად ბოროტი მოგონებები მოაქვს, რაკი მისი მახეები ვიცით, იესოს ლოცვაში და სასარგებლო სულიერ განსჯაში ვაიძულოთ თავი, რომ სული განუწყვეტლივ სარგებელს პოულობდეს და განიწმინდებოდეს.