ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ლოცვის დროს გონებამ უნდა დაიცვას გული, შინაგანად გარეშემოერტყას მას და გულის სიღრმიდან აღავლინოს

ლოცვის დროს გონებამ უნდა დაიცვას გული, შინაგანად გარეშემოერტყას მას და გულის სიღრმიდან აღავლინოს ღვთისადმი ლოცვა. მუდმივად იმეოროს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და როცა იქ, გულში გონება იგრძნობს, შეიცნობს, რომ „ტკბილ არს უფალი" (ფსალმ. 144, 9) და დატკბება, აღარ მოისურვებს გულის არედან განშორებას, მაშინ ის პეტრე მოციქულთან ერთად იტყვის: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი" (მათ. 17, 4). გონება გარშემოერტყმება გულს, ხელს კრავს და გამოაძევებს ეშმაკის მიერ იქ დათესილ ყველა აზრს და არ იტოვებს რაიმე ამსოფლიურ ფიქრს, ხოლო სულით გლახაკს ამქვეყნიური გულისსიტყვები აღარ გააჩნია.

თემატური კითხვები
0