მრავლისმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები
მრავლისმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები მრავლისმეტყველება, გამონათქვამები, ციტატები
469. როდესაც იმ ადამიანთა წრეში აღმოვჩნდები, რომლებიც საერო ან სულიერ საკითხებზე საუბრობენ, მაშინ როგორ მოვიქცე: მივიღო მონაწილეობა საუბარში თუ არა?
468. ხშირად, როდესაც ზოგადად ვლაპარაკობ, მრავალსიტყვაობაში ვვარდები, რომლისგანაც, როგორც ითქვა, ცოდვას ვერავინ გაექცევა (იგავ. 10, 19). ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?
467. არის ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ზოგადი საუბრები, რომლებშიც არც ცოდვაა და არც სარგებელი, როგორც მაგალითად: ქალაქის მოუწყობლობის ან მშვიდობის შესახებ, მის სიმდიდრეზე ან საომარ ვითარებებზე და მსგავს საკითხებზე. ნუთუ ასეთი საუბარიც შეუფერებელია? იხილეთ სრულად
ცუდადმეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთმა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვ... იხილეთ სრულად
ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა მიიღო მეტყველების ნიჭი. წმიდა მამები ამით ადამიანში ღვთის „ხატებას“ ხედავენ, იმიტომ, რომ თვით ღმერთი განგვეცხადა ჩვენ, როგორც სიტყვა (იოან. 1, 1). მაგრამ ეს უმაღლესი ნიჭი ამავდროულად უდიდეს... იხილეთ სრულად
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირე... იხილეთ სრულად
ღრუბელი მზეს ეფარება; ხოლო მრავალმეტყველება აბნელებს სულს, რომელმაც ლოცვითი ჭვრეტით განათლება დაიწყო.
როგორც ჯებირებში მომწყვდეული წყალი მიილტვის მაღლა, საკუთარ დინებას მიცემული, იღვრება ყველა მხარეს და მიისწრაფის დაბალი ადგილებისაკენ, ასევე სულიც, დაჯილდოვებული კეთილგონიერი მდუმარებით, იგი თავის თავში გროვდება და მიისწრაფის მაღლა... იხილეთ სრულად
როგორც გემოთმოყვარეობისაგან იბადება მტანჯველი ფიქრები, ასევე მრავალმეტყველებისაგან და უპატიო საუბრებისაგან ჭკუიდან გადასვლა.