ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინა...
იხილეთ სრულად
ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მადლითაც უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირსგვყოფს დაუსჯელად მივიღოთ წმინდა ზიარება და ცოდვებიც აღგვეხოცოს.
გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდ...
იხილეთ სრულად
გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება.
ცოდვა, ვნება, - ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით).
არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი
აღსარებისა და ზიარების გარეშე ადამიანის სულიერი გადარჩენა შეუძლებელია. ვინც ამ მადლისაგან დღემდე გაუცხოებულია, ყველას, - ბავშვს, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს, - გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, აუცილებლად მიიღოთ ეს უდიდესი სიწმინდე და ცხოვრე...
იხილეთ სრულად
აღსარებისა და ზიარების გარეშე ადამიანის სულიერი გადარჩენა შეუძლებელია. ვინც ამ მადლისაგან დღემდე გაუცხოებულია, ყველას, - ბავშვს, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს, - გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, აუცილებლად მიიღოთ ეს უდიდესი სიწმინდე და ცხოვრების წესად აქციოთ ლოცვა და თქვენს სულზე ზრუნვა, რათა საკუთარი თავიც იხსნათ მარადიული ხრწნილებისაგან და შთამომავლობასაც თქვენი ცოდვები სიმძიმედ არ დაუტოვოთ (ცოდვა დაუსჯელი არ რჩება, ღვთის წინაშე კი ყველა მხოლოდ თავის დანაშ...
ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, - მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, - ძალიან მძიმე სნეულებისგანაც კი იკურნება. ამასთან, ამ...
იხილეთ სრულად
ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, - მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, - ძალიან მძიმე სნეულებისგანაც კი იკურნება. ამასთან, ამ წმინდა საიდუმლოს ხშირად მიღებით ფიზიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად, მისი აზროვნება და შინაგანი სამყაროც იწმინდება და განახლებას განიცდის.ამიტომაც ეწოდება აღსარებასა და ზიარებას საკურნებელი სულისა და ხორცისა.
ზოგიერთი ადამიანი, მართალია, ხშირად ეზიარება, მაგრამ სულიერად საერთოდ არ იცვლება და ჩვეული მანკიერი ცხოვრების წესს აგრძელებს. ასეთი ადამიანი თუ არ გამოსწორდა, დაიღუპება. კიდევ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებენ უღირსად მაზიარებელნი, რ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი ადამიანი, მართალია, ხშირად ეზიარება, მაგრამ სულიერად საერთოდ არ იცვლება და ჩვეული მანკიერი ცხოვრების წესს აგრძელებს. ასეთი ადამიანი თუ არ გამოსწორდა, დაიღუპება. კიდევ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებენ უღირსად მაზიარებელნი, რაც სნეულების ან მათი სხვა სახით დასჯის მიზეზი ხდება.გულწრფელი აღსარებითა და სინანულით მიღებული ზიარება კი სულისა და ხორცის საკურნებელია, რითაც ადამიანის ცოდვითი მიდრეკილებებისაგან თანდათანობით გათავისუფლებაში, მის სულიერ...
ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკვლის ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ზოგიერთს ჰგონია, რომ წმიდა ზია...
იხილეთ სრულად
ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკვლის ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ზოგიერთს ჰგონია, რომ წმიდა ზიარების პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლურად მიგვანიშნებს მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე, რაც უდიდესი მკრეხელობა და მწვალებლობაა.