ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი, დემონი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, დემონი, გამონათქვამები, ციტატები
ბოროტის ვერაგობა მრავალხლართიანი ბადეა: მცირე დაუდევრობასაც თუ გამოიჩენს მასში გაბმული, სრულიად გაიხლართება.
ვისაც ნაცვლად ჭეშმარიტებისა უყვარს სიცრუე, მას უყვარს არა ღმერთი, არამედ იგი, რომელი არის მამა სიცრუისა, ესე იგი, სული უკეთურებისა.
ადამიანის ცხონება დიდ შრომას მოითხოვს, რადგან მაცდურმა ეშმაკმა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება აამოქმედა ადამიანის გასანადგურებლად.
სიყვარული ქრისტიანის ძლევამოსილი გამარჯვებაა ეშმაკზე, სიძულვილსა და შურზე.
ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებ... იხილეთ სრულად
ლოცვის ეშმაკი მოწყინებაა, ეშმაკის ეშმაკი კი – ლოცვის წყურვილი, გულმხურვალება.
ლოცვა რამდენადაც გვაერთიანებს ქრისტესთან, იმდენად განგვაშორებს ეშმაკს და არა მარტო ეშმაკს, არამედ ამსოფლიურ ბრძნობასაც, რომელიც ვნებების მშობელი და ხელის შემწყობია.