წყევლისაგან გათავისუფლება შესაძლებელია სინანულითა და აღსარებით. მე მრავალი ასეთი შემთხვევა ვიცი. ადამიანებმა, რომლებიც წყევლის გამო იტანჯებოდნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ ისინი წყევლის ქვეშ იყვნენ, რადგანაც თავს რაღაცაში დამნაშავ...
იხილეთ სრულად
წყევლისაგან გათავისუფლება შესაძლებელია სინანულითა და აღსარებით. მე მრავალი ასეთი შემთხვევა ვიცი. ადამიანებმა, რომლებიც წყევლის გამო იტანჯებოდნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ ისინი წყევლის ქვეშ იყვნენ, რადგანაც თავს რაღაცაში დამნაშავედ გრძნობდნენ, შეინანეს, აღსარება თქვეს და მთელი მათი უბედურება ამით დასრულდა. თუკი იგი, ვინც დამნაშავეა, იტყვის: „ღმერთო ჩემო, მე ჩავიდინე ასეთი უსამართლობა, შემინდე!“ - და ტკივილითა და გულწრფელობით აღიარებს თავის ცოდვე...
წყევლას ძალა მაშინ აქვს, როდესაც ის უსამართლობაზე რეაგირებას წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც ერთი ქალი სასაცილოდ იგდებს მეორეს - ტანჯულს, ან რაიმე ბოროტებას ჩაიდენს მის მიმართ და დაზარალებული დაწყევლის, რომ წყეული იყოს მისი შთამომ...
იხილეთ სრულად
წყევლას ძალა მაშინ აქვს, როდესაც ის უსამართლობაზე რეაგირებას წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც ერთი ქალი სასაცილოდ იგდებს მეორეს - ტანჯულს, ან რაიმე ბოროტებას ჩაიდენს მის მიმართ და დაზარალებული დაწყევლის, რომ წყეული იყოს მისი შთამომავლობა, ვინც უსამართლოდ მოიქცა. აი, ამ წყევლას ძალა აქვს. ღმერთი უშვებს, წყევლას ჰქონდეს ძალა, ისევე როგორც, ვთქვათ უშვებს იმას, რომ ერთმა ადამიანმა მეორე მოკლას. თუმცა, უსამართლობა რომ არ ყოფილიყო, წყევლა უკან დაუბრუნდე...
უკეთუ წინამძღურისაგან, გინა მღუდელმოძღუარისაგან საქმესა ზედა სამართალსა, ვერ აჰკიდის მის თვინიერ მისსავე, რომელმან იგი დასდვა; უკეთუ კულა უჯეროსა საქმესა აურვიდეს და სულისა სავნებელსა და იგი ვერ მორჩილ ექმნას და ამისთვის კრულ იყოს...
იხილეთ სრულად
უკეთუ წინამძღურისაგან, გინა მღუდელმოძღუარისაგან საქმესა ზედა სამართალსა, ვერ აჰკიდის მის თვინიერ მისსავე, რომელმან იგი დასდვა; უკეთუ კულა უჯეროსა საქმესა აურვიდეს და სულისა სავნებელსა და იგი ვერ მორჩილ ექმნას და ამისთვის კრულ იყოს, სულსა თვისსა ავნებს და კრულებაი იგი ცუდი არს. და უკეთუ უცხოსა ვისმე კაცსა, რომელი არა მისი მოწაფე იყოს და არცა რა შესცოდოს და კრულება დასდვას, ესეც უწესო არს და ცუდ და უბრალობელ. და ამის პირისა სხუანი მრავალნი არიან, წ...
იცით, რომ მშობლების წყევლა და გულისწყრომაც კი ძალიან ძლიერად მოქმედებს. მაშინაც კი, როცა მშობლები კი არ წყევლიან, მხოლოდ აღშფოთდებიან და წყრებიან შვილებზე, შემდეგ ამ უკანასკნელთ ერთი ნათელი დღე აღარ აქვთ ხოლმე, მთელი მათი ცხოვრება...
იხილეთ სრულად
იცით, რომ მშობლების წყევლა და გულისწყრომაც კი ძალიან ძლიერად მოქმედებს. მაშინაც კი, როცა მშობლები კი არ წყევლიან, მხოლოდ აღშფოთდებიან და წყრებიან შვილებზე, შემდეგ ამ უკანასკნელთ ერთი ნათელი დღე აღარ აქვთ ხოლმე, მთელი მათი ცხოვრება ერთ უწყვეტ ტანჯვად გადაიქცევა. შემდეგ ასეთი ბავშვები მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან. რა თქმა უნდა, იმქვეყნად მათ უადვილდებათ, რადგან ამქვეყნიური ტანჯვით ბევრ ცოდვას გამოისყიდიან.
ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის, ამქვეყნადაც იტანჯება და იმ ქვეყანაშიც დაიტანჯება. რადგანაც, თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისაგან, როგორც ავაზა...
იხილეთ სრულად
ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის, ამქვეყნადაც იტანჯება და იმ ქვეყანაშიც დაიტანჯება. რადგანაც, თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისაგან, როგორც ავაზაკი. შეიძლება ვიღაცამ მართლაც გაგანაწყენა, მაგრამ, როდესაც შენს შეურაცხმყოფელს წყევლი, ეს იგივეა თოფი აიღო და მოკლა იგი. რა უფლებით აკეთებ ამას? რაც არ უნდა დაგიშავოს მან, მისი მოკვლის ნება მაინც არა გაქვს. როცა ადამიანი ...
ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქოს ყოველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა, მაშინვე საშინელ სიტყვებს იმეორებს: დასწყევლოს ღმერთმა, დალახვროს წმინდა გიორგიმ და სხვა მისთ. ეს სამწუხარო ჩვეულება მრავალი ახლან...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქოს ყოველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა, მაშინვე საშინელ სიტყვებს იმეორებს: დასწყევლოს ღმერთმა, დალახვროს წმინდა გიორგიმ და სხვა მისთ. ეს სამწუხარო ჩვეულება მრავალი ახლანდელი ქრისტიანის გულში იმისათვის არის დანერგილი, რომ ისინი დაუფიქრებლად ლაპარაკობენ და ცხოვრობენ, თავიანთ ცხოვრებასა და ხასიათს არ განსჯიან და არ განიხილავენ, თვისთა ენათა და ცუდი ზნისათვის აღვირასხმა არ შეუძლიათ. ზოგიერთ...