სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სული, რომელიც გონიერად ლოცულობს, სძულს და უგულებელყოფს სხვადასხვა მზაკვარ გულისსიტყვებს, დროთა განმავლობაში განიწმინდება და უბიწო ხდება.
ყველაზე დიდი ტაძარი, სადაც სიხარულით იმკვიდრებს ღმერთი, მისივე ხელით ნატიფად შექმნილი ჩვენი არსება, ჩვენი სულია, თუ ის წმინდაა.
როცა სულის სიწმინდეზე ვიზრუნებთ, მასში დამკვიდრდება ღმერთი დიდებისა და სული იქცევა უფლის წმინდა, ბრწყინვალე ტაძრად, რომელიც ღვთისადმი უწყვეტი ლოცვის საკმევლის სურნელებას აფრქვევს.
იმისთვის, რომ უდიდეს სიკეთეს – სიწმინდეს მივაღწიოთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საჭიროა განვიწმინდოთ გონება ცოდვიანი წარმოდგენებისა და ფიქრებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება სიწმინდეს მყარი საფუძველი.
გულის სიწმინდე გონების ბოროტი აზრებისგან გათავისუფლებით მიიღწევა. სწორედ მათგან იღებს სათავეს ის ბოროტი და ვნებიანი გრძნობები, რომლებიც სხეულს ვნებით აღაგზნებს. შესაბამისად, სულიც და ხორციც იბილწება და გარკვეულწილად იკარგება ორივე... იხილეთ სრულად
კეთილად იღვაწე, შვილო, საუკუნო ცხოვრებისთვის. კარგი დასაწყისით კეთილ დასასრულს მოიპოვებ. შენი გონება იესო ქრისტეს ხსენებით იყოს მოცული და ის გახდება შენთვის ყველაფერი – სიხარულიც, მშვიდობაც, გლოვაც და მაცოცხლებელ ცრემლთა სიმრავლეც... იხილეთ სრულად
ამ მაცხონებელ გაკვეთილს – მღვიძარებას, რომელიც წმინდაყოფს ადამიანს გააფთრებით ებრძვის ეშმაკი, ყველა ძალას ხმარობს, რომ ხელი შეუშალოს მას და თავს გვესხმის მრავალგვარი გულისსიტყვითა და საცდურით. მაგრამ ჩვენც, რადაც არ უნდა დაგვიჯ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ, როგორც მონაზვნებმა, თავი მივუძღვენით მაცხონებელ მიზანს – მივაღწიოთ ქრისტესმიერ შინაგან განწმენდას ვნებებისგან, მღვიძარების უმნიშვნელოვანეს გაკვეთილში ძალიან კარგად განსწავლა გვმართებს, რადგან მისი მეშვეობით გულით შევიგრძნ... იხილეთ სრულად