ნუგეშინისცემა - ციტატები, გამონათქვამები
ცხოვრებაში თავსდატეხილ უბედურებებში შენი თავი მიანდე ღვთის ნებას და ნუგეშსა და სიმშვიდეს მიიღებ.
თუ მწუხარე ხარ, იტირე ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე. როგორც ღრუბლებისა და ნისლის შემდეგ ნათლდება ზეცა, ასევე ტირილის შემდეგ შენი სული მადლმოსილი ნუგეშის ცისკრით განათლდება.
მწუხარებაში ნუგეშისცემას იესო ქრისტეში უნდა ვეძებდეთ; სხვაგვარად ამაოდ დავუწყებთ ძებნას ნუგეშს
გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, ასევე მეც მეხება? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს. შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, უძვირფასესი, და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს... იხილეთ სრულად
დიდად ნუ ეძიებ ნუგეშს იმაში, რაც ძალიან მცირე ხნით მოგეცა, არამედ ეძიე ჭეშმარიტი ნუგეში ღმერთთან. ეს ნუგეში მარად შენთან დარჩება.
ქრისტიანულ ცხოვრებაში გამობრძმედილი მოღვაწენი სულიერი სიხარულის შენარჩუნების კიდევ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ, ესაა თანაგრძნობა, თანალმობა და გულმოწყალება უპოვართა, გაჭირვებულთა და ურვეულთა მიმართ. რამდენი ადამიანია, ვისთვისაც ... იხილეთ სრულად
როცა გაჭირვებულს რაიმეს აძლევ, შენი სახის მხიაული გამომეტყველება უნდა უსწრებდეს შენს მიერ მიცემულს, მისი მწუხარება კი კეთილი სიტყვებით ანუგეშე.
ჯვართან ჰპოვებენ ნუგეშს ყველანი, ვისი ნუგეშისცემაც ამქვეყნად ვერავის ძალუძს.
ნუგეში ზეციური მადლია, მხოლოდ ზეციდან, ზეციური მამულის შორეული სანახებიდან შეიძლება მისი მიღება. ამიტომ მეგობარი კი არ გვცემს ნუგეშს, არამედ ღმერთი გვიგზავნის მეგობარს ნუგეშად, როდესაც მწუხარებაში ვართ, ანდა შეწევნისათვის გაჭირვებ... იხილეთ სრულად
შენს ურვაში ადამიანთაგან ნუ მოითხოვ ნუგეშინისცემას, რათა ღმრთისაგან ინუგეშო