ქრისტიანულ ცხოვრებაში გამობრძმედილი მოღვაწენი სულიერი სიხარულის შენარჩუნების კიდევ ერთ საშუალებაზე

ქრისტიანულ ცხოვრებაში გამობრძმედილი მოღვაწენი სულიერი სიხარულის შენარჩუნების კიდევ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ, ესაა თანაგრძნობა, თანალმობა და გულმოწყალება უპოვართა, გაჭირვებულთა და ურვეულთა მიმართ. რამდენი ადამიანია, ვისთვისაც არც კი დამდგარა ბრწყინვალე დღესასწაული, რომელთა თვალებიც მწარე ცრემლით ინამებოდა მაშინ, როცა თითქმის ყველა ქმნილება მკვდრეთით აღმდგარ უფალს შეჰხაროდა. ჩვენ ვიცით, რომ მრავალთა ჩვენთა ნაცნობთა მწუხარებანი, ნაკლულოვანებანი, სნეულებანი, ათასგვარი უსიამოვნებანი არა მხოლოდ არ აძლევდნენ მათ საშუალებას ნათელი დღესასწაულის მნიშვნელობა სრულად შეეგრძნოთ, არმედ, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო აღრმავებდნენ მათ სევდას. ყველასათვის ცნობილია, რომ მით უფრო მატულობს ადამიანის სულში ვაება, რაც უფრო მეტ სიხარულსა და ლხენაში ხედავს სხვებს. ვისაც ძმურად და მეგობრულად მოუნახულებია ხელმოკლეთა საცხოვრებლები, ვისაც გათოშილ-მოშიებული უსახლკარო ქვრივ-ობლები უნახავს, მან იცის ამ დღეებში განსაკუთრებით როგორ გმირავს და ღრღნის მათ გულებს უნებლიე კაეშანი. ჩვენი დანი და ძმანი, რომლებიც ბედნიერებისაგან შორს არიან, გავახაროთ ძალისაებრ კეთილგონივრული, ფარული შეწევნით, სხვებისთვის უხილველი ქველმოქმედებით. აი, ჩემი აზრით, ქრისტიანისათვის საუკეთესო ნუგეშინისცემა.
 
თემატური კითხვები
6