14. გძაგდინ უვაკობაი საწუთოისაი, ხოლო ღმერთსა ნუ შეასმენ მის ძლითა
კაცი უნდა ებრძოდეს სოფელსა, რომელსა შინა იგი ხედავს მრავალთა ცოდვათა და ცუდთა მაგალითთა. სოფელი კაცსა მიიზიდავს ყოველთვის ცოდვისადმი და იგი ყოველთვის უნდა წინა აღუდგეს სოფელსა; გარნა თუ ვითარ ძნელ არს ბრძოლა სოფლისა, ესეც დაგვიმტკ...
იხილეთ სრულად
კაცი უნდა ებრძოდეს სოფელსა, რომელსა შინა იგი ხედავს მრავალთა ცოდვათა და ცუდთა მაგალითთა. სოფელი კაცსა მიიზიდავს ყოველთვის ცოდვისადმი და იგი ყოველთვის უნდა წინა აღუდგეს სოფელსა; გარნა თუ ვითარ ძნელ არს ბრძოლა სოფლისა, ესეც დაგვიმტკიცეს მრავალთა წმიდათა; იგინი მისთვის დასტოვებდენ სოფელსა და გავიდოდენ უდაბნოდ, რომელ, თუმცა იყვნენ მტკიცენი და ძლიერნი სულითა, გარნა მაინც ეშინოდათ სოფლისა.
link
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა
13. თუ ადამიანი არ მოიძაგებს ამა სოფლის ყველა საქმეს, ვერ შეძლებს იგი ღვთისადმი მსახურებას, ან კი რა არის მსახურება ღვთისა, თუ არა ის, რომ გონებაში არაფერი გვქონდეს უცხო, რაჟამს ვლოცულობთ მისდამი; არა სიამეთმოსურნეობა, რაჟამს ვაკუ...
იხილეთ სრულად
13. თუ ადამიანი არ მოიძაგებს ამა სოფლის ყველა საქმეს, ვერ შეძლებს იგი ღვთისადმი მსახურებას, ან კი რა არის მსახურება ღვთისა, თუ არა ის, რომ გონებაში არაფერი გვქონდეს უცხო, რაჟამს ვლოცულობთ მისდამი; არა სიამეთმოსურნეობა, რაჟამს ვაკურთხებთ მას; არა ბოროტება, რაჟამს ვუგალობთ მას; არა სიძულვილი, რაჟამს გამორჩეულ პატივს მივაგებთ მას; არა ჩვენთვის დაბრკოლების შემქმნელი უკეთური მოშურნეობა, რაჟამს ვეზრახებით და მოვიხსენებთ მას. მთელი ეს ბნელეთი სხვა არაფე...
link
146. მოაზროვნე სული, ნივთიერი შესაქმისა და სწრაფწარმავალი ცხოვრების მომძაგებელი, ზეციურ შვებასა და საუკუნო ცხოვრებას ირჩევს და ღირსეული მოღვაწეობის შედეგად იღებს მას ღვთისგან.
104. ისევე როგორც სამწუხაროთა განცდის შემდეგ ხდება ჩვენთვის შესაგრძნობი სიამეები და სიხარული, რადგან ვერასოდეს შესვამს სიამოვნებით ვინმე, ვისაც არ მოსწყურებია, ვერც შეჭამს სიამოვნებით, ვისაც არ მოშიებია, ვერც სიამოვნებით დაიძინებს...
იხილეთ სრულად
104. ისევე როგორც სამწუხაროთა განცდის შემდეგ ხდება ჩვენთვის შესაგრძნობი სიამეები და სიხარული, რადგან ვერასოდეს შესვამს სიამოვნებით ვინმე, ვისაც არ მოსწყურებია, ვერც შეჭამს სიამოვნებით, ვისაც არ მოშიებია, ვერც სიამოვნებით დაიძინებს, ვინც მეტისმეტად არ დაქანცულა, ვერც სიხარულის გრძნობა ექნება, ვისაც ადრე მწუხარება არ ჰქონია, ამგვარადვე ვერც საუკუნო სიკეთეებით დავტკბებით ჩვენ, თუ ამ საწუთროს არ მოვიძაგებთ.
link
53. ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ (ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი). ამისს გამოა, რომ არა მხოლოდ სძაგთ ისინი, სასაცილოდა...
იხილეთ სრულად
53. ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ (ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი). ამისს გამოა, რომ არა მხოლოდ სძაგთ ისინი, სასაცილოდაც იგდებენ მათ უგუნურთა სიმრავლენი; დაითმენენ კი, გასაჭირი რასაც შეამთხვევთ, რადგან იციან, ბოროტებად რაც უჩანთ მრავალთ, სიკეთე არის თავად მათთვის; მართლაც, ციურთა შემმეცნებელს რწმენა აქვს ღვთისა, და ესეც იცის, რომ ყოველივ...
link
ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი