სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
სულგრძელი ადამიანები, რომელნიც შინაგან, სულიერ სიმშვიდეს ყოველ ჟამს ინარჩუნებენ, ბრძენნი არიან და ხშირად დიდად იწოდებიან.
სიბრძნე არის გონების ძალა და უნარი. თუ გონება ფილოსოფიურია, იგი იწყებს სამყაროს აღქმას რწმენით და ამთავრებს უფრო დიდი და ჭეშმარიტი რწმენით.
ღირსი დიონისე ასე გვარიგებს: სიბრძნე გონებას მჭვრეტელობით უნარს ანიჭებს, მჭვრეტელობით ცოდნა მოიპოვება. ჭეშმარიტი ცოდნით კი - ჭეშმარიტებას ვეზიარებით.
როდესაც წმიდა მეფე დავითის შემდეგ მისი ძე, სოლომონი, ავიდა სამეფო ტახტზე, უფალს მან, უპირველეს ყოვლისა, სიბრძნე და გონიერება შესთხოვა. "და უთხრა უფალმან სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტ... იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია ღვთივბოძებული სიბრძნე და გონიერება, რათა შევძლოთ დავინახოთ საკუთარი თავი და სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, დავინახოთ, ისიც, რისი დათმობაც შესაძლებელია და ისიც, რაც უნდა დავიცვათ მტკიცედ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე ცალკეულ ადამიანს თუ ერს თვით ღმერთმა დაუდგინა მეგზურად და მასწავლებლად ეკლესია, - "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა", უძლურება ბოროტისა, რამეთუ იგია შეურყვნელი დამცველი ღვთის სიბრძნისა. უფალი ბრძანებს... იხილეთ სრულად