გონების განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები
გონების განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები გონების განწმენდა, გამონათქვამები, ციტატები
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას. ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებ... იხილეთ სრულად
მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიურ... იხილეთ სრულად
ღმერთზე საუბარი დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმედა ღმერთისათვის
ღვთის ხსსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომ... იხილეთ სრულად
როგორც ქვაშებმული ჩიტი ვერ აფრინდება, ასევე უწესრიგობით გარშემოჯარული სულიც ვერ შესძლებს გონებით მისწვდეს სულიერ მწვერვალებს, რამეთუ გული ჭაობის ლპობადი წყალივით მუდამ ხავსითა და მყრალი ანაორთქლითაა დაფარული.
პირველ რიგში, ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ მიენდოს საკუთარ გონებას, საკუთარ გონებაზე მინდობით სულიერი ადამიანი ხიბლში ვარდება, ხოლო ერის ადამიანი – ჭკუიდან გადადის. ნუ დაუჯერებ საკუთარ აზრებს. რჩევა უნდა იკითხო, უნდა განი... იხილეთ სრულად
მაშ ასე, გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები – ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამს... იხილეთ სრულად
გონიერია ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიწმიდება და თავისუფლდება ცოდვებისაგან, ჭეშმარიტად გონიერი იგია, ვინც საკუთარი გონება განანათლა. თუ გონებას არ განიწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის.
ფრთხილად იყავი, როგორც კი ბოროტი აზრი გაგიელვებს გონებაში, მყისვე განდევნე, საშუალება არ მისცე შეყოვნდეს, ვინაიდან, თუ მცდარი აზრი გონებაში შეყოვნდება, გამორიცხული არ არის, გულშიც ჩაგივარდეს.