645. თუკი ვინმე საკუთარ თავს სიკვდილის ხსოვნას აიძულებს და ამიტომ ცდილობს სიკეთე აკეთოს, ნუთუ ის ამის გამო ისეთ საზღარუს არ მიიღებს, როგორც თავისუფალი ნებით მოქმედი?
იხილეთ სრულად
კარგია თუ ადამიანი სიკვდილს იხსენებს, რათა მიეჩვიოს და გააცნობიეროს თავის მოკვდავობა, ხოლო მოკვდავი - წარმავალია, წარმავალი კი, უნდა მას ეს თუ არა, დატოვებს ამ საუკუნეს. ადამიანი, სიკვდილის უწყვეტი ხსოვნის საშუალებით, თავისუფალი ნებით სიკეთის ქმნას ეჩვევა. ხოლო თუ ის სიკეთის კეთებას მაშინ იწყებს, როცა სიკვდილს თვალებში უყურებს, ეს სხვა საქმეა. პირველი, სიკვდილის ხსოვნაში ხშირი ვარჯიშიდან გამომდინარე, თავისუფალი ნებით იღწვის, ხოლო მეორე - მოახლოებ...
link
644. კი მაგრამ როგორ? თუ ადამიანი კეთილ საქმეს სიკვდილის შიშით აკეთებს, ნუთუ ის არ ემსახურება მის ცხონებას?
იხილეთ სრულად
იძულებითი ცხონება არ შეიძლება შევადაროთი მას, რომელსაც ადამიანი თავისუფალი ნებით იხვეჭს; თუმცა კი, ეგ ადამიანი მაინც სჯობია იმას, რომელიც არაფერს აკეთებს. რამეთუ არაფრის კეთება სულს ღუპავს. ანუ, თუ სიკეთეს მაშინაც არ ვაკეთებთ, როცა საკუთარ თავზე დაყრდნობის იმედი აღარა გვაქვს, სული კვდება. ამრიგად, იცი რა ერთიც და მეორეც, გამოიყენე შენი საკუთრება, რომ სულელი ქალწულებივით კარს მიღმა არ დარჩე, რომელთაც წყალობის და ქველის საქმის ნაყოფი არ აღმოაჩნდათ.
link
643. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავადმყოფობდა, იმავე ბერს, იოანეს ჰკითხა: „ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები?“ ბერმა ასე უპასუხა მას:
იხილეთ სრულად
მე რომ გითხრა იცოცხლებ თუ მოკვდები, ეს შენ სარგებელს არ მოგიტანს. რამეთუ, თუ გეტყვი მოკვდები მეთქი, მაშინ შენი ცხონება თითქოსდა ნაძალადევი იქნება; იმიტომ რომ, როდესაც საკუთარ თავს სიკვდილის მარწუხებში დაინახავ, როგორღაც საჭიროების გამო, უარს იტყვი შენს საკუთრებაზე. ხოლო, თუ დიდი ხნის სიცოცხლის იმედი გაქვს და ცხონებას მოისურვებ, მაშინ აზრებს სიკეთის ქმნაში განიმტკიცებ და უეცრადაც რომ მოკვდე, შენი ცხონება თავისუფალი ნებიდან გამომდინარე იქნება.
link
ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო
ყველაზე უკეთესი სარგებელი ამ ცხოვრებიდან არის - "ვკვდებოდეთ ყოველდღე", ანუ ყოველდღე ისე ვიცხოვროთ, თითქოს იმ დღეს უნდა მოვკვდეთ.
ვაი, სულო ჩემო! რატომ ხარობ ამ ცხოვრებით? რატომ ატარებ მის ისედაც მცირეოდენ დღეებს დაბნეულად? განა არ იცი, რომ სადაცაა მოგიხმობენ?
ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი წამი, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს
სიკვდილი იმდენად საშინლად აღარ მოგეჩვენება, თუ ყოველდღიურად და ყოველწუთიერად დაელოდები მას, ისევე, როგორც ვერ გვაშინებს ის მტერი, რომელსაც გამუდმებით ველით.
სამი რამ არის ადამიანისათვის უცნობი: როდის მოკვდება, სად და რა ბედი ეწევა სიკვდილის შემდგომ. ამიტომ ადამიანი სიკვდილს ყოველთვის უნდა მოელოდეს და მუდამ ახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე შესაძლოა მისი ბოლო დღე აღმოჩნდეს. ამიტომაც სწორედ ...
იხილეთ სრულად
სამი რამ არის ადამიანისათვის უცნობი: როდის მოკვდება, სად და რა ბედი ეწევა სიკვდილის შემდგომ. ამიტომ ადამიანი სიკვდილს ყოველთვის უნდა მოელოდეს და მუდამ ახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე შესაძლოა მისი ბოლო დღე აღმოჩნდეს. ამიტომაც სწორედ დღევანდელი დღეა ხსნისა. უფალი ცოდვილს შეჰპირდა, რომ მიუტევებდა, თუ ის მთელი გულით შეინანებდა, მაგრამ მას სინანულისათვის ზუსტად განსაზღვრული დრო არ აღუთქვამს, რამეთუ ადამიანური სულის მზაკვრობა უწყოდა.
link
საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საგანგებოდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების აღსასრული იყოს ქრისტიანული და ვცდილობთ სინანულისა და წმ. საიდუმლოს მეშვეობით მომზადებულნი შევხვდეთ მას. სიკვდილისათვის მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, მაგრამ განსაკუთრე...
იხილეთ სრულად
საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საგანგებოდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების აღსასრული იყოს ქრისტიანული და ვცდილობთ სინანულისა და წმ. საიდუმლოს მეშვეობით მომზადებულნი შევხვდეთ მას. სიკვდილისათვის მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ის ძვირფასი დღეები, საათები და წუთები, როცა ადამიანი დედამიწას ეთხოვება და მარადიოსობაში მიდის. „რაშიც მოგისწრებთ, იმაშივე განგსჯით“, – ამბობს უფალი. „სიკვდილის დღე გაცილებით დიდია, ვიდ...
link