საკუთარი თავის იძულება - ციტატები, გამონათქვამები
საკუთარი თავის იძულება - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის იძულება, გამონათქვამები
თავის იძულების გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. მუდმივად ვაიძულოთ თავი. როგორც დღევანდელმა გაკვეთილმა გვასწავლა, მთავარია, განუწყვეტლივ გულმოდგინედ ვილოცოთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
იმიტომ უნდა ვაიძულოთ თავი ლოცვისთვის, რომ სულიერი სარგებელი ვნახოთ და ამით აღვივსოთ. მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ თავს მონაზვნებად.
გონიერი ლოცვისთვის დიდი გულმოდგინებით, მოთმინებით, შემართებითა და სიმდაბლით იშრომეთ. უნდა იცოდეთ, რომ ლოცვის ამ მეთოდის დაუფლებას ალალბედზე ვერ შევძლებთ. მას საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა სჭირდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკს გონიერი ... იხილეთ სრულად
თავს ცოტა ძალა დაატანეთ. დადუმდით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გამუდმებით ილოცეთ. შინაგანად დაიდანაშაულეთ თავი, ნუ გაიმართლებთ თავს.
ბრძოლა მცირე არ არის, არც ერთ დღეში მთავრდება და ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელდება. ამიტომ, მოდით, ჩვენი იესოს უტკბესი სახელით აღვიჭურვოთ, რომ ეშმაკისთვის ჩვენს გულში ადგილი არ დარჩეს. მაგრამ იესოს ხსოვნა რომ გვქონდეს, ამ... იხილეთ სრულად