ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

თუ ლოცვას „წყალი შეუდგა", სულმა „ქამარი მჭიდროდ მოიჭიროს“

თუ ლოცვას „წყალი შეუდგა", სულმა „ქამარი მჭიდროდ მოიჭიროს“

უნდა ვაიძულოთ თავი. მუდმივად მოვუწოდოთ მას, არ დაივიწყოს ლოცვა, არ უგულებელყოს ის. თუ შევატყობთ, რომ ლოცვას „წყალი შეუდგა", დასუსტდა, რყევა და ბორძიკი დაიწყო, მაშინვე მის გამოსწორებას უნდა შევუდგეთ. გულმოდგინედ დავიწყოთ ლოცვა, უწინდელი ძალა რომ დავუბრუნოთ მას. როგორ მოხდება ეს? სული მაშინვე გონს უნდა მოეგოს, გულისყური მოიკრიბოს, როგორც იტყვიან, „ქამარი მჭიდროდ მოიჭიროს“ და დაიწყოს გულდასმით ლოცვა; განაგდოს გულისსიტყვები, მოიშოროს საზრუნავი, გაფანტულობისგან გაათავისუფლოს გონება და თქვას: „ახლა გულმოდგინედ შევუდგები ლოცვას“. და როცა გარკვეული დროის განმავლობაში ასე ილოცებს, მაშინვე იგრძნობს გულმოდგინე ლოცვისგან მომდინარე ძალას.
თემატური კითხვები
0