საყოველთაო აღდგომა - ციტატები, გამონათქვამები
საყოველთაო აღდგომა - ციტატები, გამონათქვამები საყოველთაო აღდგომა, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტე მკვდრეთით აღსდგა იმგვარი უხრწნელი სხეულით, ადამს რომ ჰქონდა სამოთხეში და ჩვენც, მეორედ მოსვლის შემდეგ, ამ სულიერი სხეულით შემოსვის შესაძლებლობა მოგვცა.
ყველა ჩვენგანი კი მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღვდგებით უხრწნელი სხეულით; მანამდე კი ხორციელი სიკვდილი იარსებებს, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი იქნება დედამიწაზე.
როგორც მარცვალი ხნულში ითესება და იხრწნება, რათა აღდგეს უხრწნელებით, ასევე „ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი, ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში“ (1 კორ. 15, 43–44). ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს. ყოველ... იხილეთ სრულად
სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადიული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლ... იხილეთ სრულად
საყოველთაო აღდგომით, ვიბრუნებთ რა უკვდავ ცხოვრებას, ვიძენთ სრულყოფილ ერთობას ჩვენს ახლობლებთანაც, რომელთანაც სიკვდილმა გაგვყარა, ვიძენთ სრულყოფილ კავშირს ღმერთთან და წმინდანთა დასთან.
სრული ნეტარებისთვის და დაცემამდელი მდგომარეობის აღდგენისთვის აუცილებელია, სულმა თავისი სხეულიც შეიმოსოს.
აღდგომილმა მაცხოვარმა მოკვდავი სხეულის ნაცვლად ახალი, უხრწნელი, არსობრივად შეცვლილი, დაცემამდელი ადამის მსგავსი, სულიერი სხეული შეიმოსა; მისმა ადამიანურმა ბუნებამ სხვა თვისებები შეიძინა და გახდა დასაბამი კაცობრიობის მკვდრეთით აღდგ... იხილეთ სრულად
აღდგომის დღესასწაული ნათელი დადასტურებაა მომავალში ჩვენი მკვდრეთით აღდგომისაც და განღმრთობისაც.