იხვეჭს არა ჭკვიანი, კეთილშობილი, მჭევრმეტყველი ან მდიდარი, არამედ ის, ვისაც შეურაცხყოფენ ის კი სულგრძელებს; ვისაც წყენას აყენებენ, ის კი პატიობს; ვისაც ცილს წამებენ, ის კი ითმენს; ის, ვინც ღრუბელივით ხდება, და განწმენდს, რასაც ისმ...
იხილეთ სრულად
იხვეჭს არა ჭკვიანი, კეთილშობილი, მჭევრმეტყველი ან მდიდარი, არამედ ის, ვისაც შეურაცხყოფენ ის კი სულგრძელებს; ვისაც წყენას აყენებენ, ის კი პატიობს; ვისაც ცილს წამებენ, ის კი ითმენს; ის, ვინც ღრუბელივით ხდება, და განწმენდს, რასაც ისმენს და რასაც ამბობენ - რაც არ უნდა იყოს. ის განიწმინდება და ნათლდება სხვათა უმეტესად. მაღალ საზომს აღწევს. ტკბება საიდუმლოებათა ჭვრეტით. და ბოლოს, ჯერ კიდევ ამ სოფლად მყოფი, სამოთხეშია.და როცა მოვა ჟამი სიკვდილისა, როგორ...
თუკი ვინმეს წყენას აყენებენ ამსოფლად და მოინდომებს სამართლის პოვნას, იცოდეს, რომ იგი (სამართალი) მდგომარეობს ძმის, მოყვასის სიმძიმის ტვირთვაში, ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და ამ ცხოვრების ყოველგვარი ნაღველის დათმენაში
თუკი ვინმეს წყენას აყენებენ ამსოფლად და მოინდომებს სამართლის პოვნას, იცოდეს, რომ იგი (სამართალი) მდგომარეობს ძმის, მოყვასის სიმძიმის ტვირთვაში, ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და ამ ცხოვრების ყოველგვარი ნაღველის დათმენაში. რა...
იხილეთ სრულად
თუკი ვინმეს წყენას აყენებენ ამსოფლად და მოინდომებს სამართლის პოვნას, იცოდეს, რომ იგი (სამართალი) მდგომარეობს ძმის, მოყვასის სიმძიმის ტვირთვაში, ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და ამ ცხოვრების ყოველგვარი ნაღველის დათმენაში. რადგან ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს - ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთა თუ ჩვენივე ბუნებისაგან - ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელებით ითმენს, იღებს საზღაურს: აქ - დაწინდვას, იქ კი აღსრულებას.ამრიგ...
მოთმინება ისევე აუცილებელია, როგორც მარილი საჭმელში. რადგან არ არსებობს სხვა გზა შეძენისა, გამდიდრებისა და მეფობისა. ეს გზა ქრისტემ დაგვისახა. და ჩვენც, მისმა მოყვარულებმა, უნდა მივსდიოთ მას. თუმც კი მწარეა აბზინდა, მაგრამ განწმენ...
იხილეთ სრულად
მოთმინება ისევე აუცილებელია, როგორც მარილი საჭმელში. რადგან არ არსებობს სხვა გზა შეძენისა, გამდიდრებისა და მეფობისა. ეს გზა ქრისტემ დაგვისახა. და ჩვენც, მისმა მოყვარულებმა, უნდა მივსდიოთ მას. თუმც კი მწარეა აბზინდა, მაგრამ განწმენდს სისხლს და აჯანსაღებს ჩვენს სხეულს. განსაცდელის გარეშე არ შეიცნობა წმინდა სულები, არ მჟღავნდება სათნოება. არ განირჩევა მოთმინება. განსაცდელის გარეშე შეუძლებელია სულის სიჯანსაღის გამოვლენა. იგი განმწმენდი ცეცხლია, რომელ...
უარყავი საკუთარი ნება, რათა სულიერი სიმშვიდე ჰპოვო. რადგან ადამიანის ნება სპილენძის კედლად აღიმართა, რომელიც აბრკოლებს მის ღმრთივგანათლებასა და სიმშვიდეს. ტკბილი იესოს მაგალითს უყურე, რომელიც დაუსაბამო მამის მორჩილი იყოვიდრე ...
იხილეთ სრულად
უარყავი საკუთარი ნება, რათა სულიერი სიმშვიდე ჰპოვო. რადგან ადამიანის ნება სპილენძის კედლად აღიმართა, რომელიც აბრკოლებს მის ღმრთივგანათლებასა და სიმშვიდეს.ტკბილი იესოს მაგალითს უყურე, რომელიც დაუსაბამო მამის მორჩილი იყოვიდრე ჯვარზე სიკვდილამდე. ხსეული გასაშოლტად მისცა, ღაწვები - საცემად და პირი შენერწყვისაგან არ მიუქცევია. ხედავ, როგორი სიყვარული გვაჩვენა ჩვენმა სახიერმა უფალმა! მაშ ასე, ჩვენც უარვყოთ ჩვენი ნება და ჩვენს წინაშე დამნაშავეთაც დავანე...
ჩვენ ყველანი - ადამიანები, მიწისაგან ვართ შექმნილნი და ყველანი ვცოდავთ. თიხა ვართ და არა გვაქვს მეცნიერება. თიხა თიხას პარავს. თიხა თიხას შეურაცხყოფს. თიხა თიხას ცილს სწამებს. თიხა თიხაზე ქედმაღლობს. თიხა თიხას ამდიდრებს. თიხა თიხ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყველანი - ადამიანები, მიწისაგან ვართ შექმნილნი და ყველანი ვცოდავთ. თიხა ვართ და არა გვაქვს მეცნიერება. თიხა თიხას პარავს. თიხა თიხას შეურაცხყოფს. თიხა თიხას ცილს სწამებს. თიხა თიხაზე ქედმაღლობს. თიხა თიხას ამდიდრებს. თიხა თიხაზე მთავრობს. თიხა თიხას სცემს. თიხა თიხას აპატიმრებს. და საერთოდაც, თიხას თიხის წინაშე თავი წარმოუდგენია უფრო ბრძნად, ძლიერად, მდიდრად, კეთილშობილად, პატიოსნად და მდიდრდება უგუნურებითა და უმეცრებით საკუთარი არსებისა: სა...
თავდაპირველად ღმერთმა ისე როდი შექმნა ადამიანი, რომ ეწვალა და ეტანჯა, არამედ ანგელოზთა სწორად შექმნა: მცირედ თუ განასხვავა ანგელოზთაგან. და შექმნა სამოთხე ედემში და დაასახლა იქ, როგორც მეფე განზრახვით და თვითნება მმართველი, მხოლოდ...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად ღმერთმა ისე როდი შექმნა ადამიანი, რომ ეწვალა და ეტანჯა, არამედ ანგელოზთა სწორად შექმნა: მცირედ თუ განასხვავა ანგელოზთაგან. და შექმნა სამოთხე ედემში და დაასახლა იქ, როგორც მეფე განზრახვით და თვითნება მმართველი, მხოლოდ ერთი მცნებით შეკრული, რათა ცხადი ყოფილიყო, რომ უზენაესი მართავდა მას. ის კი, ეშმაკისაგან ცთუნებული და ღმრთის თანასწორობის მსურველი, განიდევნა სამოთხიდან და მწუხარებაში ჩავარდა ღმრთისაგან განკვეთილი და მთელი ცხოვრება ნარ...
ნეტარია, ვინც ბოლომდე დაითმინა, და ყოველივე უარყო. სულგრძელების გამო მისთვის ეკლები და ძეძვი მცირდება, როცა ნებას აძლევს აღსრულდეს მოკლება დედამიწაზე და სიმდიდრე ცათა შინა
ისეთი განსაცდელები მქონდა, მეგონა, ტკივილისაგან სულს განვუტევებდი, როგორც ცეცხლოვანი ღუმელიდან. მაგრამ, როგორც კი ჩაივლის განსაცდელი, ისეთი ნუგეში მოდის, თითქოს სამოთხეში იყო სხეულის გარეშე. უყვარხარ ქრისტეს, უყვარხარ ჩვენს ღმრთის...
იხილეთ სრულად
ისეთი განსაცდელები მქონდა, მეგონა, ტკივილისაგან სულს განვუტევებდი, როგორც ცეცხლოვანი ღუმელიდან. მაგრამ, როგორც კი ჩაივლის განსაცდელი, ისეთი ნუგეში მოდის, თითქოს სამოთხეში იყო სხეულის გარეშე. უყვარხარ ქრისტეს, უყვარხარ ჩვენს ღმრთისმშობელს, წმინდანები გაქებენ, აგნელოზებს უკვირთ.ხედავ, რამდენი სიკეთე მოაქვს განსაცდელსა და გასაჭირს? მაშ ასე, თუ გინდა, რომ შენც შეიცნო და იგემო ქრისტეს სიყვარული, მოითმინე, რაც შენს თავს მოიწევა. არა ის, რაც შენ თვითონ ...