არ იფიქროთ, რომ არ ძალგვიძს ღირსეულად მოვემზადოთ ზიარებისათვის. ამისათვის მაქსიმალურად უნდა მოვიხმოთ ძალები. საჭიროა დავიწყოთ „მდაბლად, შეგნებით იმისა, რომ ყოვლად ცოდვილნი ვართ“, როგორც ამას ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობდა. წ...
იხილეთ სრულად
არ იფიქროთ, რომ არ ძალგვიძს ღირსეულად მოვემზადოთ ზიარებისათვის. ამისათვის მაქსიმალურად უნდა მოვიხმოთ ძალები. საჭიროა დავიწყოთ „მდაბლად, შეგნებით იმისა, რომ ყოვლად ცოდვილნი ვართ“, როგორც ამას ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოჩვენებითი ღირსება განდევნის ღვთიურ მადლს, ვითარცა კვამლი დევნის ფუტკარს. რაში მდგომარეობს საიდუმლოს აღსრულებისათვის მზადება? ყური უგდეთ, რას გვიბრძანებს საეკლესიო განჩინება: „როცა სურს ვინმეს ზია...
მარადიული ნეტარების მოპოვების მსურველნი უნდა იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, ანუ უპირველეს ყოვლისა, უნდა სცადონ დარღვეული მშვიდობის აღდგენა, მომხდარი უთანხმოების შეწყვეტა. სხვისთვის მშვიდობის მოფენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საკუთარ თავშ...
იხილეთ სრულად
მარადიული ნეტარების მოპოვების მსურველნი უნდა იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, ანუ უპირველეს ყოვლისა, უნდა სცადონ დარღვეული მშვიდობის აღდგენა, მომხდარი უთანხმოების შეწყვეტა. სხვისთვის მშვიდობის მოფენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საკუთარ თავში დაამყარა მშვიდობა. სწორედ ამიტომ გვმართებს ქრისტიანებს ყოველი ძალით სულიერი მშვიდობის შენარჩუნება. რითი ირღვევა მშვიდობა გულისა? – ვნებებით! მათ შორის უპირველესია მრისხანება და სიკაპასე. სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად...
როგორ ვზრუანვთ ხორციელი ჯანმრთელობისათვის. სამკურნალო ბალახების შესახებ რაიმე წიგნს თუ მოვკარით თვალი, დავიმახსოვრებთ და სხვებსაც ვურჩევთ. სასულიერო ლიტერატურაში კი სულიერი სენის სამკურნალო რეცეპტის მოძებნა აზრადაც არ მოგვდის. რამ...
იხილეთ სრულად
როგორ ვზრუანვთ ხორციელი ჯანმრთელობისათვის. სამკურნალო ბალახების შესახებ რაიმე წიგნს თუ მოვკარით თვალი, დავიმახსოვრებთ და სხვებსაც ვურჩევთ. სასულიერო ლიტერატურაში კი სულიერი სენის სამკურნალო რეცეპტის მოძებნა აზრადაც არ მოგვდის. რამდენ თქვენგანს მიუმართავს მოძღვრისათვის რჩევის მისაღებად, თუ როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები! თქვენ იტყვით, რომ ახლა ნაკლებობაა სასულიერო ლიტერატურისა და აღარც გამოცდილი სულიერი მამები არიან, მაგრამ შინ ხომ ყოველ თქვენგანს ა...
იქნებ თქვენ შორის არ არის პროფესიონალი ქურდი, ყაჩაღი და თაღლითი, მაგრამ ისეთები კი ნამდვილად არიან, რომელთაც თუნდაც მცირედი მიუთვისებიათ იმისა, რაც არ ეკუთვნოდათ. ყოველივე ეს იგივე ქურდობაა. გაიხსენეთ, ხომ არ ცდუნებულხართ ოდესმე რ...
იხილეთ სრულად
იქნებ თქვენ შორის არ არის პროფესიონალი ქურდი, ყაჩაღი და თაღლითი, მაგრამ ისეთები კი ნამდვილად არიან, რომელთაც თუნდაც მცირედი მიუთვისებიათ იმისა, რაც არ ეკუთვნოდათ. ყოველივე ეს იგივე ქურდობაა. გაიხსენეთ, ხომ არ ცდუნებულხართ ოდესმე რაიმეთი, რაც „ცუდად იდო“. ამას ჩვენ ცოდვად არ ვთვლით, მაგრამ ეს ნამდვილი ქურდობაა. ხომ არ გაგქცევიათ თვალი სხვისი ბაღის, ბოსტნის ან ყანისკენ, – ესეც ქურდობაა. ხომ არ მოგიპარავთ ელექტროენერგია სახელმწიფოსათვის რაიმე ხრიკის...
საკუთარი თავის მშვიდობისყოფის შემდეგ, მშვიდობა უნდა ვუყოთ მოყვასსა ჩვენსა. ადამიანის შინაგანი რღვევა, ერთმანეთის მიმართ გაუცხოვება, ეს ყოველივე ადამისა და ევას დაცემის გამო ღმერთთან მადლმოსილი კავშირის რღვევის შედეგია. ამ კავშირის...
იხილეთ სრულად
საკუთარი თავის მშვიდობისყოფის შემდეგ, მშვიდობა უნდა ვუყოთ მოყვასსა ჩვენსა. ადამიანის შინაგანი რღვევა, ერთმანეთის მიმართ გაუცხოვება, ეს ყოველივე ადამისა და ევას დაცემის გამო ღმერთთან მადლმოსილი კავშირის რღვევის შედეგია. ამ კავშირის აღდგენის გარეშე, ღმერთთან შერიგების გარეშე, ცხონება შეუძლებელია. ჩვენს ეპოქას განსაკუთრებით ახასიათებს ადამიანთა შორის გაუცხოება, გულითადი კავშირების გაწყვეტა, ურთიერთნდობისა და გულწრფელი, კეთილგანწყობილი ლტოლვის დაკარგ...
არის აგრეთვე მაცხოვნებელი ცრემლი, რომლის შესახებ ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ღირსი მამა მაკარი დიდი ამბობს: „მოღვაწენი იგლოვენ და ცრემლსა ღვრიან ადამის მოდგმის გამო, ტირიან კაცობრიობის მიმართ სიყვარულით ანთებულნი“. ჩვენ კი საკ...
იხილეთ სრულად
არის აგრეთვე მაცხოვნებელი ცრემლი, რომლის შესახებ ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ღირსი მამა მაკარი დიდი ამბობს: „მოღვაწენი იგლოვენ და ცრემლსა ღვრიან ადამის მოდგმის გამო, ტირიან კაცობრიობის მიმართ სიყვარულით ანთებულნი“. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამოც არ შეგვიძლია, არ გვინდა ტირილი. იმიტომ, რომ ცხონების მიმართ გულცივობა გვიბიძგებს ვეძიოთ არა ჭეშმარიტი, სრულყოფილი სიხარული, არამედ ფუჭი გართობა. ვერთობით ბანქოს თამაშით, ტელევიზორით, კინოთი და თეატრი...
წმიდა ზიარებას წინ უძღვის აღსარების საიდუმლოს აღსრულება. უმრავლეს ჩვენგანს არ შეუძლია მონანიება და თითქოს იმართლებს კიდეც თავს: „არ ვიცი რა არის სინანული“. განა შენთვის არ არის ცნობილი უფლის მცნება? თვით ადამიანზე უკეთ ვინ იცის მი...
იხილეთ სრულად
წმიდა ზიარებას წინ უძღვის აღსარების საიდუმლოს აღსრულება. უმრავლეს ჩვენგანს არ შეუძლია მონანიება და თითქოს იმართლებს კიდეც თავს: „არ ვიცი რა არის სინანული“. განა შენთვის არ არის ცნობილი უფლის მცნება? თვით ადამიანზე უკეთ ვინ იცის მისი საქმეების, აზრებისა და გრძნობების შესახებ? საჭიროა მხოლოდ გარჯა, აზრის მოკრება, წარსული ცხოვრებისათვის თვალის გადევნება, ისე ვიცხოვრეთ თუ არა, როგორც უფალი ბრძანებდა. საერთო აღსარება ეს არის საერთო ცოდვათა გახსენება. ...
საიდან მომდინარეობს ცოდვილი უწმინდურება გულისა, როდესაც ჩვენ შექმნილნი ვართ ხატად და მსგავსად ღმრთისა, ხოლო ღმერთი „წმინდა არს და უწმინდეს“. იგი მომდინარეობს ეშმაკისაგან, რომელსაც წმინდა წერილში ხშირად უწმინდური სული ჰქვია, ხოლო ლ...
იხილეთ სრულად
საიდან მომდინარეობს ცოდვილი უწმინდურება გულისა, როდესაც ჩვენ შექმნილნი ვართ ხატად და მსგავსად ღმრთისა, ხოლო ღმერთი „წმინდა არს და უწმინდეს“. იგი მომდინარეობს ეშმაკისაგან, რომელსაც წმინდა წერილში ხშირად უწმინდური სული ჰქვია, ხოლო ლოცვაში მოიხსენიება უცხო, ბილწ და საძაგელ სულად, რომელიც თავისი დაცემის შემდეგ გადაიქცა ყოველგვარი სიბინძურის ჭურჭლად და იმთავითვე თავისი უწმინდური სუნთქვით შებილწა პირველ ადამიანთა გულები, ღრმად ჩათესა ცოდვა მათ არსებაში...
„ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ“. რას ნიშნავს შიმშილი და წყურვილი სიმართლისათვის? ღმერთმა შექმნა მართალი, უცოდველი, წმინდა ადამიანი. მისი სულიერი საზრდო იყო სიმართლე, სიმართლის მარა...
იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ“. რას ნიშნავს შიმშილი და წყურვილი სიმართლისათვის? ღმერთმა შექმნა მართალი, უცოდველი, წმინდა ადამიანი. მისი სულიერი საზრდო იყო სიმართლე, სიმართლის მარადიული წყარო კი – უფალი ღმერთი. ღმერთთან ერთობისას ადამიანმა არ იცოდა, თუ რას ნიშნავდა შიმშილი და წყურვილი სიმართლისა, რადგანაც უხვად ჰქონდა ეს საზრდო. მისი ნაკლებობა კაცმა მაშინ იგრძნო, როდესაც ცოდვის გამო დაკარგა სიმართ...
რით ვარღვევთ თანხმობასა და მშვიდობას? ჩვენ ვართ ჯიუტნი და თავნებანი, უკიდურესად დაჟინებულნი საკუთარ აზრსა და სურვილებში, ვართ პატივმოყვარენი და დიდებისმოყვარენი. თავს ვთვლით სხვებზე ჭკვიანად და უკეთესად და არაფრის დათმობა არ გვინდ...
იხილეთ სრულად
რით ვარღვევთ თანხმობასა და მშვიდობას? ჩვენ ვართ ჯიუტნი და თავნებანი, უკიდურესად დაჟინებულნი საკუთარ აზრსა და სურვილებში, ვართ პატივმოყვარენი და დიდებისმოყვარენი. თავს ვთვლით სხვებზე ჭკვიანად და უკეთესად და არაფრის დათმობა არ გვინდა. ნამცეციც კი არ მოგვეპოვება თავმდაბლობისა, მოკრძალებისა. სხვისი თითქმის ყველაფერი გვშურს: სიმდიდრე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ნიჭი, წარმატება და ამიტომაც ვცდილობთ მათი დამსახურების ჩრდილის მიყენებას, ცილისწამებას. თანხმ...