ალბათ გსმენია ასეტი სიტყვები: სიტყვიერი ლოცვა, გონებით ლოცვა, გულისმიერი ლოცვა; შეიძლება თითოეულის შესახებაც განსაკუთრებული მსჯელობა, საიდან მოდის ლოცვის ასე დაყოფა და დანაწილება? საიდან და ჩვენივე ცდომილებიდან, რამეღუ ზოგჯერ ენა ...
იხილეთ სრულად
ალბათ გსმენია ასეტი სიტყვები: სიტყვიერი ლოცვა, გონებით ლოცვა, გულისმიერი ლოცვა; შეიძლება თითოეულის შესახებაც განსაკუთრებული მსჯელობა, საიდან მოდის ლოცვის ასე დაყოფა და დანაწილება? საიდან და ჩვენივე ცდომილებიდან, რამეღუ ზოგჯერ ენა წარმოთქვამს ლოცვის წმიდა სიტყვებს, ხოლო გონება სად დაეხეტება, არავინ უწყის, ან შეიძლება, გონება აღიქვამს ლოცვის სიტყვებს, მაგრამ გული არ პასუხობს მათ გრძნობით. პირველ შემთხვევაში, ლოცვა სიტყვითაა გამოხატული და მას საერთო...
ზოგჯერ კანონისათვის გამოყოფილი მტელი დრო შეიძლება რომელიმე ფსალმუნის გონებისთ წაკითხვას მოახმაროტ ისე, რომ თითოეული მუხლისაგან საკუთარი ლოცვაც კი შექმნთ. ზოგჯერ კანონის მთელი დრო შეიძლება იესოს ლოცვის აღსრულებას და მუხლთდრეკას და...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ კანონისათვის გამოყოფილი მტელი დრო შეიძლება რომელიმე ფსალმუნის გონებისთ წაკითხვას მოახმაროტ ისე, რომ თითოეული მუხლისაგან საკუთარი ლოცვაც კი შექმნთ. ზოგჯერ კანონის მთელი დრო შეიძლება იესოს ლოცვის აღსრულებას და მუხლთდრეკას დაუთმოთ... ან ერთიდან, მეორიდან და მესამიდან მცირედ-მცირედი აიღოთ. ღმერთი გულს მოითხოვს (იგავ. 23, 26). და თუ ის კრძალვითაა მისდამი განწყობილი, ესეც საკმარისია, უწყვეტი ლოცვაც სწორედ აგაა, რომ მოკრძალებული გრძნობით ვიდგეთ ...
იესოს ლოცვის აღსრულების დროს დაუშვებელია ასეთი რამის წარმოსახვა, რამაც შეიძლება ადგილი დაიკავოს გონებასა და უფალს შორის. წარმოთქმული სიტყვები იმდენად არსებითი არაა, რამეთუ ისინი საშუალებებია. მთავარია გულში ღვთის წინაშე გონებით დგ...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვის აღსრულების დროს დაუშვებელია ასეთი რამის წარმოსახვა, რამაც შეიძლება ადგილი დაიკავოს გონებასა და უფალს შორის. წარმოთქმული სიტყვები იმდენად არსებითი არაა, რამეთუ ისინი საშუალებებია. მთავარია გულში ღვთის წინაშე გონებით დგომა. ესაა გონიერო ლოცვა და არა სიტყვები. აქაც ასეთივე დანიშნულება აქვს, როგორც სხვა ლოცვებში. გონებით ლოცვა კი ისეთ სვლას გულისხმობს ღვთის წინაშე, როდესაც ცნობიერება ურყევადაა დარწმუნებული, რომ ღმერთი ყველგანაა და ჩვენში...
გულში ისოს ლოცვის გონებით აღსრულება მეტყველების გარეშეც შეიძლება. ეს ენით ლოცვაზე უმჯობესია, მაგრამ ხანდახან ენა უნდა შეეშველოს გონებას. ზოგჯერ აუცილებელია ენით ლოცვა გონებრივი ლოცვის მდგომარეობისათვის.
გონიერი ლოცვის დროს გონება გულში ღმერთის წინაშეა წარმდგარი და უბრალოდ გამოხატავს თავის სავედრებელს, სამადლობელ და სადიდებელ განწყობას... ცდილობს ყოველგვარი წარმოსახვის, ბრძნობის და აზრებით გადატვირთვის გარეშე მიეჩვიოს ღმერთთან მუდ...
იხილეთ სრულად
გონიერი ლოცვის დროს გონება გულში ღმერთის წინაშეა წარმდგარი და უბრალოდ გამოხატავს თავის სავედრებელს, სამადლობელ და სადიდებელ განწყობას... ცდილობს ყოველგვარი წარმოსახვის, ბრძნობის და აზრებით გადატვირთვის გარეშე მიეჩვიოს ღმერთთან მუდმივ ყოფნას და მასთან საუბარს. აი, ეს არის ნამდვილი ლოცვა! ამაში მდგომარეობს გონებით გულში ღვთის წინაშე დგომის ანუ გონიერი ლოცვის არსი. გონიერი ლოცვა შეიძლება შრომის პროცესში იმყოფებოდეს, როდესაც ადამიანი მის აღსრულებას ც...
უწყვეტ ლოცვაში მოღვაწე სულირ სიგლახაკეში წარემატება: ღვთისაგან მუდმივ შეწევნას ელის, სულ უფრო ნაკლებ მოიმედეა საკუთარი თავისა და, როცა რაიმეს კეთილად აღასრულებს, თავის თავს კი არ მიაწერს, არამედ - ღვთის წყალობას და მუდმივად ითხოვს...
იხილეთ სრულად
უწყვეტ ლოცვაში მოღვაწე სულირ სიგლახაკეში წარემატება: ღვთისაგან მუდმივ შეწევნას ელის, სულ უფრო ნაკლებ მოიმედეა საკუთარი თავისა და, როცა რაიმეს კეთილად აღასრულებს, თავის თავს კი არ მიაწერს, არამედ - ღვთის წყალობას და მუდმივად ითხოვს მას ღვთისაგან. უწყვეტი ლოცვა ხელს უწყობს რწმენაში განმტკიცებას, რამეთუ ვინც მუდმივად ლოცულობს, მას თანდათანობით უძლიერდება ღმერთთან სიახლოვის შეგრძნება. ეს შეგრძნება მცირედიდან იწყება და შესაძლოა, ისე გაძლიერდეს, რომ გო...
წუხხარ, რომ იესოს ლოცვას ვერ აღასრულებთ მოუკლებელად და ვერ წარმოთქვამთ უწყვეტად, - ეს არც მოგეთხოვებათ... მოგეთხოვებათ ღმრთის მუდმივი შეგრძნება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს საუბრისას, კითხვისას, რაიმეს დაკვირვებისას და განხილ...
იხილეთ სრულად
წუხხარ, რომ იესოს ლოცვას ვერ აღასრულებთ მოუკლებელად და ვერ წარმოთქვამთ უწყვეტად, - ეს არც მოგეთხოვებათ... მოგეთხოვებათ ღმრთის მუდმივი შეგრძნება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს საუბრისას, კითხვისას, რაიმეს დაკვირვებისას და განხილვისას... ხოლო იესოს ლოცვას როდესაც ასრულებთ, ისეთნაირად გააგრძელეთ მისი აღსრულება, როგორც ფლობთ მას სინამდვილეში და ის გააფართოებს თავისი მოქმედების არეალს
როგორ ახერხებდნენ მოციქულები უწყვეტ ლოცვას? ბასილი დიდი ამ საკითხს შემდეგნაირად განმარტავს: მოციქულებს ყოველგვარი საქმის აღსრულებისას ახსოვდათ ღმერთი, ყოველთვის და ყოველგვარ ვითარებაში იყვნენ მინდობილი მას. სწორედ, სულის ასეთი გან...
იხილეთ სრულად
როგორ ახერხებდნენ მოციქულები უწყვეტ ლოცვას? ბასილი დიდი ამ საკითხს შემდეგნაირად განმარტავს: მოციქულებს ყოველგვარი საქმის აღსრულებისას ახსოვდათ ღმერთი, ყოველთვის და ყოველგვარ ვითარებაში იყვნენ მინდობილი მას. სწორედ, სულის ასეთი განწყობა იყო მათი უწყვეტი ლოცვა.
წმ. მოციქული პავლე გვამცნობს: "მოუკლებლ;ად ილოცევდით" (I თეს. 5, 17), ასევე სხვა ეპისპოლეებშიც მცნებას გვაძლევს: "განკრძალულ იყვენით" (რომ. 12, 12), და "ლოცვასა განეკრძალენით და იღვიძებდით მას შინა" (კოლ. 4, 2), "ყოვლითა ლოცვითა დ...
იხილეთ სრულად
წმ. მოციქული პავლე გვამცნობს: "მოუკლებლ;ად ილოცევდით" (I თეს. 5, 17), ასევე სხვა ეპისპოლეებშიც მცნებას გვაძლევს: "განკრძალულ იყვენით" (რომ. 12, 12), და "ლოცვასა განეკრძალენით და იღვიძებდით მას შინა" (კოლ. 4, 2), "ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა" (ეფეს. 6, 18). მოუკლებელი და მოუწყინებელი ლოცვის შესახებ თავად გვასწავლის მაცხოვარი იგავში ქვრივის შესახებ, როდესაც ქვრივმა დედაკაცმა მოუწყინებელი ვედრებით გული მოულბო უსამარ...
თუ გონებას ღვთისაკენ აღვამაღლებთ და შემუსვრილი გულით ვიტყვით: "უფალო, შემიწყალე! უფალო, მაკურთხე! უფალო, შემეწიე!" - ეს იქნება ლოცვითი ღაღადი, და თუ გულში ჩაისახება და აღორძინდება გრძნობა ღვთისადმი, ეს იქნება უწყვეტი ლოცვა უსიტყვო...
იხილეთ სრულად
თუ გონებას ღვთისაკენ აღვამაღლებთ და შემუსვრილი გულით ვიტყვით: "უფალო, შემიწყალე! უფალო, მაკურთხე! უფალო, შემეწიე!" - ეს იქნება ლოცვითი ღაღადი, და თუ გულში ჩაისახება და აღორძინდება გრძნობა ღვთისადმი, ეს იქნება უწყვეტი ლოცვა უსიტყვოდ და ლოცვად დგომის გარეშე.