ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის, გამონათქვამები
მგლოვიარენი არ უნდა ღვთისმეტყველებდნენ და ზეციურ ამბებს არ უნდა განიკითხავდნენ, რადგან ეს მათ ცრემლთა წყაროს დაწყვეტს. რადგან იგი, ვინც ღვთისმეტყველებს, მქადაგებლის კათედრაზე მჯდომარეს ჰგავს. ხოლო მგლოვიარე ნაცარზე და ძაძაზე მჯდომ... იხილეთ სრულად
სახიერი და მართალი მსაჯული ჩვენი, უეჭველია, რომ როგორც ყველაფერში, ასევე გლოვის ღვაწლშიც ჩვენი ბუნების ძალის მიხედვით განიკითხავს. რადგან მინახავს, რომ ზოგიერთი ცრემლის მცირე წვეთს სისხლის ფასად ღვრის, სხვა კი ცრემლთა ნიაღვარს სულ... იხილეთ სრულად
თუ ცრემლის სურვილი არ გაქვს, მაშინ თავად ეს იტირე, ხოლო თუ გაქვს ცრემლი, კიდევ უფრო მეტად იგლოვდე, რადგან საკუთარი თავი უზრუნველ და უშფოთველ ცხოვრებას ცოდვების აღსრულებით განაშორე და მწუხარე და დარდით სავსე მდგომარეობამდე მიიყვანე... იხილეთ სრულად
დაე, გლოვის ღვაწლისთვის თვით შენმა სამოსელმაც კი განგაწყოს. რადგან გმოსავს შავი, რომელიც მწუხარების ნიშანია. ყოველი, ვინც მიცვალებულს გლოვობს, შავად იმოსება.
წყლის სმისას ნუ დაივიწყებ უქრობი ცეცხლით გამოწვეულ წყურვილს და ყოველივე ამით შესძლებ, რომ საკუთარი ბუნება დაიმორჩილო.
როდესაც სარეცელზე მოსასვენებლად წვები, შენი საფლავად დადება გაიხსენე და ნაკლებს იძინებ. როცა სატრაპეზოდ ჯდები, საკუთარი თავი მატლების საბრალო ტრაპეზად წარმოიდგინე და ნაკლებად დატკბები.
ჩვენ, მეგობრებო, საქორწილო ზეიმზე კი არა ვართ წვეულნი, არამედ ყველა, ვინც აქ არის მოხმობილი, მოწოდებულია, რომ საკუთარ თავს გლოვობდეს. ეშმაკს ისე ეშინია გლოვის, როგორც ქურდს - ძაღლის.
ვინც ხან გლოვობს ხან ტკბება და სამხიარულო ამბებს ჰყვება, ის იმ კაცს ჰგავს, ვინც სიძვის ძაღლებს ქვის ნაცვლად პურს ესვრის; თითქოს ამით განდევნის, სინამდვილეში კი თავისკენ იზიდავს მათ.