სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
147. ვინც გულსასტიკია, არას არგებს მას უფრო დაწლობილი ცოდნის (სულიერი ცოდნა) შესახებ სწავლება, რადგან არ განიკუთვნებს იგი სინანულის სიძნელეებს შიშის გარეშე.
8. მოულოდნელად შემთხვეული განსაცდელები განგებულებითად გვასწავლიან ჩვენ, რომ შრომისმოყვარენი ვიყოთ, და ისინი ჩვენ უნებურად სინანულისკენ წარგვმართავენ.
139. არანებაყოფლობით სატკივრებში ღვთის წყალობა იფარება, რადგან სინანულისკენ იზიდავს ტკივილში მყოფს და ათავისუფლებს მას საუკუნო სატანჯველისგან.
უმარხულობა ნიშნავს პირუტყვთა მიმსგავსებას. პირუტყვთა არ იციან მარხვა. არ შეიძლება, რომ ცეცხლი წყალში დაინთოს, არ შეიძლება სინანული უმარხულოდ.
მარხვა მისთვის განაჩინა წმიდა ეკლესიამ, რომ უადვილესად გაგვიჩნდეს გულში სინანული, ესე იგი გულის მწუხარება და ტირილი ცოდვისთვის.
აღსარების წინ ილოცეთ, რომ ღმერთმა თქვენი ცოდვები დაგანახოთ, მოგანიჭოთ სითამამე მათი აღიარებისა და შეიწიროს თქვენი სინანული.
ღვთის განგებულებით მოულოდნელად მოწეული განსაცდელი გვასწავლის ვიყოთ შრომისმოყვარულნი და უნებლიეთ მივყავართ სინანულისკენ.
704. როგორ მოვიქცე, თუკი ჩემი მაჭირვებელი სინანულით მოვიდა პატიების სათხოვნელად?