ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ილოცე, შვილო, რადგან ლოცვაზეა დამოკიდებული ყველაფერი და, რაც მთავარია, ჩვენი სულების ცხონება.
გულის სიღრმიდან მოუხმე ჩვენი ღვთისმშობლის წმინდა სახელს, რომ ეშმაკის ყოველი თავდასხმის მოსაგერიებლად სულიერი ძალა შეიძინო.
დღედაღამ გამუდმებით შენთვის ვევედრები ღმერთს და ღვთისმშობელს – ყველა ქრისტიანის და განსაკუთრებით მონაზონთა მოსიყვარულე დედას, „ქალწულთათვის უძლეველ ზღუდეს“.
დაფიქრდი, როგორ გვჭირდება სულიერი, განსაკუთრებით კი ღვთაებრივი სიხარული. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვეცადოთ, ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო ლოცვისთვის გამოვიყენოთ.
ლოცვა ორპირი მახვილია, რომელიც მოაკვდინებს სასოწარკვეთილებას, საფრთხესა და მწუხარებას. ლოცვა ყველა სულიერი და ფიზიკური სნეულების საწინააღმდეგო წამალია.
ლოცვა ადამიანის ღმერთთან საუბარია. შემუსვრილი და დამდაბლებული სულით მლოცველი ივსება ღვთაებრივი ნიჭითა და კურთხევით – სიხარულით, მშვიდობით, შვებით, განათლებით, ნუგეშით და ნეტარებას აღწევს.
რაც შეგიძლია ხშირად ილოცე. ეცადე, ლმობიერი გახდე, იტირო და დაინახავ, გულისსიტყვებისა და მწუხარებისგან როგორ შვებას იგრძნობ.