სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის, ვისშიც სიკეთის განცდა არ გაუხეშებულა; მითუმეტეს, შესაბამისად, ბედნიერი უნდა იყოს იგი, როცა თვითონ აღასრულებს სიკეთეს.
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში, თუნდაც არასრულყოფილად იცავს ყოვლადსახიერი ღვთის ხატებას, ხარობს ყოველგვარი სიკეთით მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ესმის მის შესახებ; ამიტომ ბუნებრივია მისი ნეტარება, როდესაც ამას იქმს.
ბოროტების არქმნა ღვივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია, არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა ა...
იხილეთ სრულად
ბოროტების არქმნა ღვივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია, არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა აგრეთვე სიკეთის ქმნაც. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: ბოროტებასთან განშორების შემდგომ "ქმენი სიკეთე".
ძე ღვთისას უყვარდა დაუცემელი ადამიანი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიყვარა იგი დაცემული; თავად მოვიდა მის აღსადგენად და უთხრა: "განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით!" (ეფეს. 5,14).
წარმოიდგინეთ შემთხვევა როდესაც უზარმაზარი მდინარე ადამიანთა სურვილით კალაპოტს იცვლის. თავდაპირველად ამას ესაჭიროება უზარმაზარი, თითქმის შეუძლებელი ძალისხმევა - ვიდრე ამოითხრება ახალი კალაპოტი და წყალი გზას შეიცვლის. მაგრამ თუ მდინ...
იხილეთ სრულად
წარმოიდგინეთ შემთხვევა როდესაც უზარმაზარი მდინარე ადამიანთა სურვილით კალაპოტს იცვლის. თავდაპირველად ამას ესაჭიროება უზარმაზარი, თითქმის შეუძლებელი ძალისხმევა - ვიდრე ამოითხრება ახალი კალაპოტი და წყალი გზას შეიცვლის. მაგრამ თუ მდინარემ ერთხელ მიიღო ახალი მიმართულება, ე.ი. წყლის მთელი ძალა ახალ კალაპოტში წარემართა - ახალ ნაპირებს შორის, დინების სიჩქარე - გავლილი გზის შესაბამისად - სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. ასევეა განმტკიცება სათნოებაში. თავდა...
გაიხსენე რამდენი შრომა გჭირდება პურის ერთი ნაჭრის მოსაპოვებლად; ნუ დაიზარებ შრომას მარადიული ცხონებისათვის - უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საქმისათვის.