სულიერი ცხოვრება ისეთია, რომ თუ წინ არ მივიწევთ, აუცილებლად უკან ვბრუნდებით; თუ სიკეთისათვის სიფხიზლეს შევწყვეტთ, კეთილის ქმნისათვის ძალა აღარ გვექნება; რამდენადაც უფლისათვის არ ვცხოვრობთ, იმდენად ვცხოვრობთ ცოდვისათვის; და რაც მეტ...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრება ისეთია, რომ თუ წინ არ მივიწევთ, აუცილებლად უკან ვბრუნდებით; თუ სიკეთისათვის სიფხიზლეს შევწყვეტთ, კეთილის ქმნისათვის ძალა აღარ გვექნება; რამდენადაც უფლისათვის არ ვცხოვრობთ, იმდენად ვცხოვრობთ ცოდვისათვის; და რაც მეტად ვცხოვრობთ ცოდვისათვის, მით ნაკლებად ვცხოვრობთ უფლისათვის.
თუ ჩვენს ძალებს კეთილ საქმეებში არ ვავარჯიშებთ, უცილობლად გადავიქცევით რაღაც ცუდად და მანკიერად; ისევე, როგორც მდინარეში ან დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, ან - მივდევთ მას.
ადამიანის სული ამ სოფელში ძალიან ჰგავს ხომალდს, რომელიც ტალღების საპირისპირო მიმართულებით მიცურავს; ერთ ადგილზე გაჩერება დაუშვებელია და თუ იგი არ გამოიყენებს ძალისხმევას წინ წასასვლელად, სიღრმეში შთაინთქმება.