როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, არავის განკითხვა არ შეიძლება: "არა განიკითხოთ და არა განიკითხებით" (ლუკა 6, 37), და იმისთვის, რომ საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად ჩათვალო, ძმის შეცოდება შენს საკუთარ შეცოდებად უნდა მიიჩნიო და უნდა გძულ...
იხილეთ სრულად
როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, არავის განკითხვა არ შეიძლება: "არა განიკითხოთ და არა განიკითხებით" (ლუკა 6, 37), და იმისთვის, რომ საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად ჩათვალო, ძმის შეცოდება შენს საკუთარ შეცოდებად უნდა მიიჩნიო და უნდა გძულდეს მისი მაცდუნებელი ეშმაკი. თუ ვინმე სხვას ხრამისკენ უბიძგებს, ჩვენ მას ამის გამო ვკიცხავთ ხოლმე, სწორედ ასეა ამ შემთხვევაშიც.
თუ საკუთარი თვალით იხილავ ძმის შეცოდებას და ზრახვა მისი განკითხვისკენ გიბიძგებს, განიშორე ეს აზრი და უთხარი: "ანათემა შენ, სატანავ! შენი ბრალია, რაც ჩემმა ძმამ ჩაიდინა!" შენი გული კი დაარწმუნე, რომ ძმა არ განიკითხოს; სხვაგვარად ღვ...
იხილეთ სრულად
თუ საკუთარი თვალით იხილავ ძმის შეცოდებას და ზრახვა მისი განკითხვისკენ გიბიძგებს, განიშორე ეს აზრი და უთხარი: "ანათემა შენ, სატანავ! შენი ბრალია, რაც ჩემმა ძმამ ჩაიდინა!" შენი გული კი დაარწმუნე, რომ ძმა არ განიკითხოს; სხვაგვარად ღვთის მადლი განგეშორება.
რამდენად მძიმეა განკითხვის ცოდვა, ეს კარგად ჩანს შემდეგი მაგალითიდან: ერთხელ წმიდა იოანე საბაიტელი სენაკში იჯდა და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: "ვაი მას" (ეს ეხებოდა ძმას, რომლის შესახებაც ცუდი ხმები დადიოდა)! რის გამოც მას მოაკლ...
იხილეთ სრულად
რამდენად მძიმეა განკითხვის ცოდვა, ეს კარგად ჩანს შემდეგი მაგალითიდან: ერთხელ წმიდა იოანე საბაიტელი სენაკში იჯდა და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: "ვაი მას" (ეს ეხებოდა ძმას, რომლის შესახებაც ცუდი ხმები დადიოდა)! რის გამოც მას მოაკლდა ღვთის მადლის მფარველობა, რომლის დასაბრუნებლადაც შვიდი წლის განმავლობაში იღვწოდა და ტიროდა.
მძარცველი სხვებს ქონებას ართმევს - ეს შავი სულის საქმეა. უფრო ლამაზი და ადამიანურია ცილისწამების საქმეები, რომლებიც სხვას ართმევენ კეთილ სახელს, ზოგჯერ კი - მთელი ცხოვრების ბედნიერებას.
მძიმეა მოყვასის განკითხვის ცოდვა და განსაკუთრებით ამ ცოდვის უმაღლესი სახე - ცილისწამება მოყვასის მიმართ. მაგრამ განა ყველაზე ხშირად ამ ცოდვაში არ ვვარდებით? ქრისტიანული სიყვარულის მოვალეობა მოითხოვს, რომ მოყვასის თვალნათლივი ცოდვა...
იხილეთ სრულად
მძიმეა მოყვასის განკითხვის ცოდვა და განსაკუთრებით ამ ცოდვის უმაღლესი სახე - ცილისწამება მოყვასის მიმართ. მაგრამ განა ყველაზე ხშირად ამ ცოდვაში არ ვვარდებით? ქრისტიანული სიყვარულის მოვალეობა მოითხოვს, რომ მოყვასის თვალნათლივი ცოდვა დავფაროთ, განა ჩვენ არ გვემართება, რომ დაუფიქრებელ სიტყვასა და საქციელში ზოგჯერ მჭევრმეტყველებისთვის ვამატებთ იმასაც, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, ანდა, უბრალო სიტყვასა და საქციელში ვეძებთ და ვპოულობთ დანაშაულებრივ მიზეზ...