სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მოყვასის მკაცრი განსჯა კეთილგანწყობის მაჩვენებელი არ არის, არამედ ადამიანის მიმართ სიძულვილის მიმანიშნებელია. მოყვასის მკაცრი განსჯა კეთილგანწყობის

მოყვასის სიყვარულის დამოწმება მისი არაგანკითხვით დასტურდება მოყვასის სიყვარულის დამოწმება მისი

მოყვასის შესახებ ხუმრობით ნათქვამი ცუდიც კი მის მიმართ არაწინასწარგანზრახული ბოროტებაა - ამან შესაძლოა, ძლიერ ავნოს მის ღირსებას. მოყვასის შესახებ ხუმრობით ნათქვამი ცუდიც კი

ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილახება, ვიდრე - წინასწარგანზრახული ცილისწამების შედეგად. ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ

ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ არა მხოლოდ არ გამოამჟღავნებს მის ნაკლოვანებებს, არამედ პირიქით, რამდენადაც შესაძლებელია, ცდილობს, დაფაროს ისინი სხვა ადამიანის თვალთაგან (1 პეტ. 4, 8). ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ არა

დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა - დასცინო დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა - დასცინო

გონს მოიყვანე ცოდვილი, მაგრამ ნუ განიკითხავ დაცემულს; რამეთუ ეს უკანასკნელი ავი საქმეა, პირველი კი - გამოსწორების სურვილი. გონს მოიყვანე ცოდვილი, მაგრამ ნუ განიკითხავ

სხვა საქმეა მოყვასის განკითხვა არასასურველი განწყობით და სხვაა მისი სიყვარულით გონს მოყვანა: პირველს თავი აარიდე და მეორე გააკეთე. სხვა საქმეა მოყვასის განკითხვა არასასურველი

ვისაც მოყვასი სინანულით მწუხარებისკენ მიჰყავს, ის მას ზიანს არ აყენებს (2 კორ. 7, 9). ვისაც მოყვასი სინანულით მწუხარებისკენ

ცოდვილ მეგობარს მსაჯულის შესახებ შეახსენე. ამით მასაც სარგებელს მოუტან და საკუთარ თავსაც; რამეთუ ეს რჩევითი მკურნალობა სასარგებლოა როგორც მისთვის, ისე - შენთვის. ცოდვილ მეგობარს მსაჯულის შესახებ შეახსენე.

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2