სათნოება დიდებულია პორფირში, ის ძონძებშიც სასიამოვნო სანახავია; ძლევამოსილია ჩაფხუტითა და ფარით აღჭურვილი, საცნობია ყანაშიც, საქებარია ტაძარში - წმიდა საკურთხეველთან; დალოცვილია სახლშიც, ქალაქში და ყველგან, საიდანაც არ უნდა შევხედ...
იხილეთ სრულად
სათნოება დიდებულია პორფირში, ის ძონძებშიც სასიამოვნო სანახავია; ძლევამოსილია ჩაფხუტითა და ფარით აღჭურვილი, საცნობია ყანაშიც, საქებარია ტაძარში - წმიდა საკურთხეველთან; დალოცვილია სახლშიც, ქალაქში და ყველგან, საიდანაც არ უნდა შევხედოთ მას, ყველა მხრიდან სუფთა, მშვენიერი და ღვთაებრივი მოჩანს.
ნაკლის სისაძაგლესა და საკუთარ არარაობას მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სათნოების სილამაზე და ყოვლისშემძლე შემოქმედის დაუსრულებელი სრულყოფილებანი დაგვატყვევებს.
სოკრატე სათნოებას ცოდნას უწოდებდა: ყოველგვარ ნაკლოვანებას შეიძლება, ეწოდოს უვიცობა, რამეთუ იგი არის გონების სიბრმავე, რადგან მასში ბევრად მეტია ტანჯვა, ვიდრე სიამე.
დროებით ცხოვრებაშიც კი ჩვენ საკუთარი თავის მტრები ვართ: მტრები საკუთარი სიმშვიდისა, საკუთარი ცხოვრებისა, როდესაც მხედველობიდან ვკარგავთ საკუთარი სულის ცხონებას.
არ არის საჭირო მეცნიერებაზე მსჯელობა, ანდა საგნების შეცნობა; ცოდნა თავისთავად კარგია და იგი ღვთისგანაა დადგენილი; მაგრამ მას ყოველთვის კეთილი სინდისი და ღვთივსათნო ცხოვრება უნდა ამჯობინო.