ჩვენ არ ვკითხულობთ სულის საცხოვნებელ წიგნებს და თავს იმით ვიმართლებთ, რომ ისინი ძნელად იშოვება. ეს მწარე ტყუილია. განა ყველაზე მთავარ წიგნს – სახარებას კი ვკითხულობთ? სახარება ხომ თითოეულ ჩვენგანს მოეპოვება და თუ არა აქვს, მხოლოდ ...
იხილეთ სრულად
ჩვენ არ ვკითხულობთ სულის საცხოვნებელ წიგნებს და თავს იმით ვიმართლებთ, რომ ისინი ძნელად იშოვება. ეს მწარე ტყუილია. განა ყველაზე მთავარ წიგნს – სახარებას კი ვკითხულობთ? სახარება ხომ თითოეულ ჩვენგანს მოეპოვება და თუ არა აქვს, მხოლოდ მისივე დაუდევრობის წყალობით. ვსწავლობთ კი რამეს ამ ცხოვრების წიგნიდან? წმიდა ეკლესიამ დააწესა ოთხთავისა და ეპისტოლეების ყოველდღიური კითხვის აუცილებლობა. დავუშვათ, რომ ამის შესრულება ყველას არ შეუძლია, მაგრამ რა გვიშლის ხ...
link
ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იმავეს ამბობსო“, ავიწყდება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებული და ამ წმინ...
იხილეთ სრულად
ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იმავეს ამბობსო“, ავიწყდება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებული და ამ წმინდა ადგილიდან უსარგებლო სიტყვათა წარმოთქმა არ შეუძლია. ამბიონიდან თქმული თვით ყველაზე უმნიშვნელო სიტყვაც კი მუდამ მართლმადიდებლური ჭეშმარიტებით გვმოძღვრავს
link
ჰკითხეთ საკუთარ სინდისს, განა ძვირფასია თქვენთვის ყოველი ღმრთისმსახურება ტაძარში, ეკლესიაში წარმოთქმული ლოცვისა და გალობის თითოეულ სიტყვას ყურს უგდებთ განა? ეს ხომ თქვენი სკოლაა, სასწავლებელი, ყველაზე საჭირო, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყვ...
იხილეთ სრულად
ჰკითხეთ საკუთარ სინდისს, განა ძვირფასია თქვენთვის ყოველი ღმრთისმსახურება ტაძარში, ეკლესიაში წარმოთქმული ლოცვისა და გალობის თითოეულ სიტყვას ყურს უგდებთ განა? ეს ხომ თქვენი სკოლაა, სასწავლებელი, ყველაზე საჭირო, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველება, ყველაზე უფრო სინანულით აღსავსე ლოცვა და შთაგონებული დიდება ღმერთისა. განა ყოველივე ამით კვებავთ თქვენს სულსა და გონებას?
link