არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი |
ჩვენ ველით სამსახურს სხვათაგან და სიკვდილივით გვეშინია `მსახურის მდგომარეობაში” ყოფნისა, საკუთარი ამპარტავნების გასამართლებლად კი მოგვყავს ასაკი, მდგომარეობა საზოგადოებაში, დაღლილობა, სნეულებანი და ა.შ. მხოლოდ ერთი წამით წარმოიდგი... იხილეთ სრულად
ამპარტავნების გამო სნეული ვართ ცნობისმოყვარეობით, სიახლეებისადმი ლტოლვით, თვალთმაქცობით, სიჯიუტით, კამათისა და ჩხუბის სიყვარულით, ურჩობით, შურით, ეჭვიანობით, ბოროტმეტყველებით, უმადურობით.
გიფიქრიათ თუ არა, რატომ გავხდით ასეთი წყენიები? ყოველივე ეს ჩვენს გულებში სიმშვიდისა და სიმდაბლის არარსებობის გამოა; წყენა წარმოიქმნება „თვითშეფასებისაგან“. „თითოეული ჩვენგანი მეტად მაღალ შეფასებას აძლევს საკუთარ თავს და ამიტომაც,... იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი სახე ცოდვისა – როდესაც ახლობლები და ნათესავები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ამშვიდებენ ფუჭი იმედებით, იმის ნაცვლად, რომ მოამზადონ იგი ზეთისცხების, აღსარებისა და ზიარებისათვის. შეინანეთ უფლისა წინაშ... იხილეთ სრულად
ვისაც სიძუნწე ჯერ კიდევ არ შეგინანებიათ, შენდობისათვის განსაკუთრებული აღსარება უნდა ჩააბაროთ მოძღვარს. ეს ეხება ყველას, ვინც არ დახმარებია მშიერს, მწყურვალს, შიშველსა და უსახლკაროს; იქნებ სულაც ვინმე გარდაიცვალა თქვენი უსულგულობის... იხილეთ სრულად
განსწავლულსა და კეთილზნეობრივ ადამიანებთან საუბრითაც შეიძლება იმის შესწავლა თუ როგორ შევიმეცნოთ უფალი.
თუკი ვინმე განაწყენებულია თქვენი მიზეზით, არავითარ ღვაწლს, არც ლოცვას, არც მონანიებას არ შეიწირავს უფალი, ვიდრე გულწრფელად არ შესთხოვთ პატიებას თქვენგან შეურაცხყოფილს.
იქნებ რომელიმე თქვენგანს ჯვრის ტარებისაც ეშინია? ეუხერხულება ჯვრით მივიდეს ექიმთან ან აბანოში? შესთხოვეთ მოწყალე უფალს პატიება იმისთვის, რომ არ გყოფნით გამბედაობა მისი სახელის აშკარად აღსარებისა. ნურასოდეს მოიხსნით ჯვარს, მუდამ ატ... იხილეთ სრულად
ვცოდავდით, რამეთუ არ გვიფიქრია, რომ მთლიანად მასზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს ერთადერთ იმედს არ ვამყარებდით მასზე, პირველ რიგში, არ ვთხოვდით მას მადლსა და შეწევნას, არამედ საკუთარ ძალებს ვეყრდნობოდით, დახმარებას კაცთა შორის ვეძებდით... იხილეთ სრულად