ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როგორადაც კაცი დაიუნჯებს თავის სახლში ყოველგვარ სიკეთეთ და ქონებას, ასევე უფალი ღმერთიც სწორედ თავის ამ სამკვიდრებელში - ადამიანის სულსა და სხეულში დაიუნჯებს სულიწმიდის ზეციურ სიმდიდრეთ. როგორადაც კაცი დაიუნჯებს თავის სახლში

თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდან და ტირის. როგორც განიცდის ბავშვი, როდესაც დედისგან შორს იმყოფება, ასევე განიცდის და იტანჯება ადამიანი, როცა ღმერთს შორდება. ღვთისგან განდგომილი ადამიანი ჯოჯოხეთურ ტანჯვას გრძნობს. ეშმაკმა მოახერხა ადამიანები ისე დაეშორებინა ღვთისთვის, რომ მათ კერპების თაყვანისცემა დაიწყეს და ამ კერპებს თავიანთ შვილებს სწირავდნენ მსხვერპლად. რა საშინელებაა ეს! ან ეს ეშმაკები საიდან შეკრებენ ხოლმე მათ, ამდენ ღმერთს?! "ღმერთი ჰამოსი" - ამ ერთი სახელის მოსმენაც კმარა! ერთის მხრივ, სხვებზე მეტად თვით ეშმაკი იტანჯება, ის ხომ ღმერთის სიყვარულს ყველაზე უფრო დაშორდა. მაგრამ თუ სიყვარული ქრება, მაშინ ჯოჯოხეთური სატანჯველი იწყება. რა ეწინააღმდეგება სიყვარულს? - ბოროტება. ხოლო ბოროტება და ტანჯვა ეს ერთი და იგივეა. თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში

არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და თანაზიარობა, როგორიც ჩვენს უკვდავ სულს აქვს ღმერთთან და ღმერთს სულთან. ღმერთმა სხვადასხვა ქმნილებანი შექმნა, ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მიწა და წყალნი, ნაყოფიერნი ხენი და პირუტყვთა მრავალგვარი სახეობა დაჰბადა. მაგრამ უფალი ღმერთი არც ერთ მათგანში არ დაიმკვიდრებს, არც ერთში არ შესახლდება თავის ამ ქმნილებათაგან და არ მოისვენებს. ყოველი ქმნილება ღმერთის ხელმწიფებას ექვემდებარება, მაგრამ არც ერთ მათგანში არ დაუმყარებია მას თავისი წმიდა საყდარი და არც ერთ მათგანთან არ შესულა თანაზიარობაში. მხოლოდ თავისი ერთი ქმნილების, თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის გულისთვის ინება ღმერთმა ყოველი ამის აღსრულება, მასთან შევიდა თანაზიარობაში და მასში დაიმკვიდრა მოსასვენებლად. და განა ამ უდიდეს მოვლენაში ღმერთის ნათესაობა არ გაცხადდება ადამიანთან და ადამიანისა შემოქმედ ღმერთთან? არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და

ღვთის სიყვარულის დატევა მხოლოდ ადამიანის სულს შეუძლია, მას შეუძლია შესვლა ღმერთთან საიდუმლო ერთობაში, შეუძლია გახდეს ანარეკლი, ღვთაებრივ სრულყოფილებათა ერთგვარი ასახვა. ღვთის სიყვარულის დატევა მხოლოდ ადამიანის სულს

რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია, ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და მოყუასი შენი ვითარცა თავი თვისი" (ლუკ. 10, 27). ანუ, განა არის ჩემს მსგავს, სისხლით მონათესავე ადამიანზე უფრო ახლობელი ჩემთვის? ამ მცნების აუცილებლად აღსრულება სრულიად ბუნებრივია. რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან

არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანის სულზე უფრო ძვირფასი საგანძური. ზუსტად ამ განძმა უნდა გვიხსნას დაღუპვისა და სიკვდილისაგან. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ადამიანი აფასებს და უფრთხილდება, უცილობლად კვდება და იღუპება. ადამიანის სული უფლის თვალში მთელს მატერიალურ სამყაროზე ძვირფასია, ქრისტეს სიტყვებით: "რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათ. 16, 26; მარკ. 8, 3; ლუკ. 9, 25). შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს საზრუნავი ადამიანისა უფრო ღირსეული, ვიდრე - ზრუნვა სულის გადასარჩენად. არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანის სულზე უფრო

ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა.
ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი მარადიული ღვთიური ალისა, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეული ასე უბადრუკად და საცოდავად არსებობს დედამიწაზე, მწერთა და ცხოველთა შორის, ამ ალით ის ზეცასა და მარადისობას უკავშირდება. ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ

ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს. ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის

ადამიანებს შეუძლიათ სულების ხორციელად დანახვა გრძნობების რამდენადმე შეცვლით, რაც ადამიანისათვის შეუმჩნეველი და გაუგებარი სახით ხორციელდება. ადამიანი მხოლოდ იმას ამჩნევს, რომ ხედავს რაღაცას, რასაც აქამდე ვერ ხედავდა და რასაც სხვები ვერ ხედავენ; ესმის ის, რაც აქამდე არ ესმოდა. გრძნობების შეცვლა, როცა ადამიანი უხილავი სამყაროს არსებებთან კავშირში შედის, წმინდა წერილებში "გრძნობების განღებად" მოიხსენიება. "აუხილა უფალმა თვალი ბალაამს და დაინახა ბალაამმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში" (რიცხვთა XXII, 31). ადამიანებს შეუძლიათ სულების ხორციელად დანახვა

ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწადვე მიიქცევი; დიდი ხარ, სუფთა და სამართლიანი, ვიდრე ღმერთი შეგეწევა; უფალმა შეგქმნა და მისით დგახარ; ნუ უარყოფ და ნუ დაივიწყებ კეთილისმყოფელს, შესაძლოა, სათნოებას აღასრულებ კიდევაც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უფალი დაგეხმარა. ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2