აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

163. ვითომცდა მარტივ და ნაკლებად უვნებო გულისზრახვებს ვნებადნი მოედევნებიან, როგორც მრავალწლიანი გამოცდილებითა და დაკვირვებით აღმოვაჩენთ ამას. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებულთაგან პირველნი გზად უხდებიან მეორეებს, უვნებონი – ვნებადთ. ვითომცდა მარტივ და ნაკლებად უვნებო გულისზრახვებს...

link

89. რადგან ყოველი გულისზრახვა რაიმე გრძნობადის წარმოსახვის შედეგად შედის გულში, შესაბამისად, მხოლოდ მაშინ გააცისკროვნებს მას ღმრთეების სანეტარო შუქი, როდესაც ყოვლითურთ მოიცლის ყველაფრისგან და დაუსახველი იქნება მათგან (ე.ი. გარეგან... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

189. ყოვლისმხედველი ღმერთი ისევე განუკუთვნებს საკადრის მოსაწევარს ჩვენეულ აზრებსა და ნებაყოფლობით გულისზრახვებს, როგორც – ჩვენს საქმეებს. ყოვლისმხედველი ღმერთი ისევე განუკუთვნებს საკადრის...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

86. უნებლიე აზრების მიზეზები გვიყვარს და ამიტომაც მოიწევიან ისინი ჩვენზე, ნებაყოფლობითი აზრებისა კი, ცხადია, საქმენიც გვიყვარს. უნებლიე აზრების მიზეზები გვიყვარს და ამიტომაც...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

32. ხორცის გულისთქმა საწინაღმდეგოა სულისა, ხოლო სულის გულისთქმა - ხორცისა (გალ.5.17), სულით მავალნი კი ხორცის გულისთქმას არ აღასრულებენ (გალ.5.17). ხორცის გულისთქმა საწინაღმდეგოა სულისა, ხოლო სულის...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

179. ვერ შემყარდება ღრუბელი ქარის ქროლის გარეშე და ვერ იშვება ვნება ფიქრის გარეშე. ვერ შემყარდება ღრუბელი ქარის ქროლის გარეშე და...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

159. გულისზრახვათა უთანაბრობა თვით საკუთარი გულისზრახვების ცვლილებათა მომტანია, რადგან ღმერთმა ნებაყოფლობით მოვლენებს თანაშებუნებებითად განუყო არანებაყოფლობითნი. გულისზრახვათა უთანაბრობა თვით საკუთარი...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

140. სადაც იყო გულისზრახვის წარმოსახვები, იქ შედგა თანხმობა, რადგან "უსახო აღძრულობა", ესაა უმიზეზო კვეთება (ე.ი. არა უშუალოდ საკუთარი თავის მიზეზით გამოწვეული ცოდვისმიერი აღძრულობა. რაც შეეხება "თანხმობას", იგი გულისხმობს ადამიან... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

110. ისევე როგორც ხილულთაგან თითოეულს თანაბუნებითი განუყო ღმერთმა, ასევე – ადამიანურ გულისზრახვებსაც, თუნდაც გვსურდეს, თუნდაც არ გვსურდეს (ე.ი. ღმერთი კეთილ გულისზრახვას კეთილს მიაგებს, ბოროტს კი – ბოროტების შესატყვის სასჯელს). ისევე როგორც ხილულთაგან თითოეულს თანაბუნებითი...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

88. დაუდევრობის გამო არასოდეს დატოვო უყურადღებოდ გულისზრახვები, რადგან არც ერთი აზრი არ დაეფარება ღმერთს. დაუდევრობის გამო არასოდეს დატოვო უყურადღებოდ...

link
2